"ივანიშვილის პირადი ბედი ჩემთვის რიგი მიზეზების გამო არ არის სულერთი..." - რას წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის პირადი ბედი ჩემთვის რიგი მიზეზების გამო არ არის სულერთი..." - რას წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სანამ ტელე-მედიისთვის მიუწვდომელი ვარ, ნებაყოფლობით ვუპასუხებ ხშირად დასმულ კითხვებს:

1. არ ვარ არც ერთი პარტიის მხარდამჭერი.

2. მიმაჩნია, რომ ისტორიის ამ ეტაპზე სასურველია მულტი-პარტიული დემოკრატიის დამკვიდრება, რათა ქვეყანა დავაზღვიოთ ძალაუფლების უზურპაციისგან, რაც უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ფუნდამენტური მანკიერებაა.

3. ჩემი მეგობრების უმრავლესობა ქართული ოცნების ორბიტაზე ტრიალებს. დიდი ხანია არ მინახავს და ეს არ არის ადვილი.

4. ბიძინა ივანიშვილის პირადი ბედი ჩემთვის რიგი მიზეზების გამო არ არის სულერთი. ამასთანავე, მიმაჩნია რომ ის ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით იქცა მუხრუჭად და უარი უნდა თქვას ძალაუფლებაზე არჩევნების შედეგების მიუხედავად. ეს ქვეყანასაც გაუხსნის განვითარების შანსს და პირადად მისთვისაც იქნება გამოსავალი", - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში. (წყარო)