"ჰამოვიდეს, რა ვქნა"- კახა კალაძე სააკაშვილზე - კვირის პალიტრა

"ჰამოვიდეს, რა ვქნა"- კახა კალაძე სააკაშვილზე

"ჰამოვიდეს, რა ვქნა“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად ეთიკურია "ქართული ოცნების“ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი "მიჰა ჰამოდი“.

დედაქალაქის მერის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადება საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, მორიგი ბლეფია.

"არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს საქართველოში. ეს არის მორიგი ტყუილი, მორიგი ბლეფი, თუმცა ჩამოვიდეს. არანაირი პრობლემა არ არის და მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც ჩაიდინა წლების განმავლობაში,“-განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ "ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. სააკაშვილი ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ბრუნდება.

იხილეთ ვიდეო