"მიხეილ სააკაშვილის სახლში მისი პრეზიდენტობის დროინდელი მთავრობის მინისტრები შეიკრიბნენ" - რას ყვება უკრაინელი ჟურნალისტი - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილის სახლში მისი პრეზიდენტობის დროინდელი მთავრობის მინისტრები შეიკრიბნენ" - რას ყვება უკრაინელი ჟურნალისტი

რუსეთის პოპულარული რადიოსადგურის "ეხო მოსკვის " («Эхо Москвы») პროგრამაში «Персонально Ваш» 27 აგვისტოს ისაუბრეს გადაცემის წამყვანმა ინესა ზემლერმა და ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა, რომელიც ეთერში კიევიდან ჩაერთო.

საუბრის დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა იქნა განხილული, მათ შორის ბელარუსში შექმნილი სიტუაცია, რუსეთისა და უკრაინის პოზიცია ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ და ა.შ. გადაცემის წამყვანი შეეხო აგრეთვე უკრაინაში მყოფ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც სამშობლოში დაბრუნების შესახებ და დიმიტრი გორდონს სთხოვა აზრი გამოეთქვა ამ საკითხზე.

გთავაზობთ ამონარიდს საუბრიდან:

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად თქვენთან რეფორმების საბჭოს აღმასკომს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ უკრაინას ტოვებს და სამშობლოში მიემგზავრება. იცით რაიმე ამის შესახებ?

დიახ, მე ამის შესახებ თვითონ მიხეილ სააკაშვილისგან ვიცი.

- რით აიხსნება ეს ყველაფერი? ფეისბუკის გვერდზე საკმაოდ ძუნწად არის განმარტებული...

- ეს იმით აიხსნება, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება. მე კარგად მესმის ეს სიტუაცია. მიხეილ სააკაშვილს და მის თანამზრახველებს ამ არჩევნების მოგების შანსი აქვთ. მე ვესწრებოდი იმ შეხვედრას, როცა მიხეილ სააკაშვილის სახლში დიდებული ადამიანები - მისი პრეზიდენტობის დროინდელი მთავრობის მინისტრები შეიკრიბნენ. ახლა გვარებს არ დავასახელებ, მათ ყველა იცნობს, ისინი თავიანთი ქვეყნის პატრიოტები არიან, რომლებმაც მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარეს - ისეთი რეფორმები, როგორიც არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ გატარებულა, ესტონეთს თუ არ ჩავთვლით.იხილეთ სრულად