რატომ უწოდა ირაკლი კობახიძემ "პატრიოტთა ალიანსს" "შმატრიოტები" - კვირის პალიტრა

რატომ უწოდა ირაკლი კობახიძემ "პატრიოტთა ალიანსს" "შმატრიოტები"

"შმატრიოტები” – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერს, რომელიც აჭარაშია განთავსებული.

აღნიშნულ ბანერს ასევე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

"სიმართლე გითხრათ, თავიდან "ფეიკი" მეგონა. ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ!“ - წერს მამუკა მდინარაძე ფეისბუქში.

შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსმა“ საარჩევნო ბანერი განათავსა, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: "დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“