ბათუმში "პატრიოტთა ალიანსის" სარეკლამო ბანერები ჩამოხსნეს - ქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

ბათუმში "პატრიოტთა ალიანსის" სარეკლამო ბანერები ჩამოხსნეს - ქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს

ბათუმის მერიის განცხადებით, ბათუმში, 2 ლოკაციაზე განთავსებული "პატრიოტთა ალიანსის" სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა და სამართლდარღევის ოქმი შედგა.

"ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება უნებართვოდ განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, ბათუმში, 2 ლოკაციაზე განთავსებული სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ გადაგზავნილი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსმა" აჭარაში საარჩევნო ბანერი განათავსა, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: "დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!"

"ინტერპრესნიუსი"