"შტაბში ხალხი პანიკაშია" - "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის დამლაგებელს კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

"შტაბში ხალხი პანიკაშია" - "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის დამლაგებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისში, "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის დამლაგებსლს კორონავირუსი დაუდასტურდა.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც გასული კვირის განმავლობაში ყოველ დღე მუშაობდა.

"შტაბში ხალხი პანიკაშია, დღეს შტაბის უფროსების თათბირი იყო, შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში სამსახურში არ მივიდეთ", - უთხრა წყარომ Ambebi.ge-ს.

ამ დროისთვის სპეციალისტები ინფიცირებულის კონტაქტებს იკვლევენ და მათ კარანტინში გადაიყვანენ.

Ambebi.ge-მ სცადა ინფორმაციის გადამოწმება "ქართული ოცნების" შტაბში, თუმცა ზარებს არავინ უპასუხა.