"ჩვენს ისტორიაში პირველად, ოპოზიცია არ არის ერთი ბელადის ქვეშ გაერთიანებული" - კვირის პალიტრა

"ჩვენს ისტორიაში პირველად, ოპოზიცია არ არის ერთი ბელადის ქვეშ გაერთიანებული"

ჩვენ ისტორიაში პირველად, ოპოზიცია, რომელიც ერთი ბელადის ქვეშ არ არის გაერთიანებული, არამედ ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, იჩენს სიმწიფეს და წინასწარ თანხმდება იმაზე, რაც გასაკეთებელია, - ამის შესახებ"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ"გირჩის" ინიციატივით და NDI- ის ორგანიზებით, ბორჯომში, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი პარტია არა მშობელი, არამედ ცუდი ძიძაა, რომელიც"უნდა ჩამოვაცილოთ და ხალხს მივცეთ ძალაუფლება".

"ჩვენ შევჯერდით საკითხების საკმაოდ ფართო სპექტრზე. მოვნიშნეთ მიმართულებები და პრინციპები იმის, თუ საით უნდა წავიდეთ. ეს არის საკუთარ ცხოვრებაზე გადაწყვეტილებების მიღების დაბრუნება ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, ხალხისთვის. ეს შეეხება თვითმმართველობას, სამართალდამცავ ორგანოებს, ფულს, რომელსაც ისინი საკუთარი შრომით მოიპოვებენ. ჩვენი მთავრობა ვითომ ყველას მშობელია და სინამდვილეში ცუდი ძიძაა, უნდა ჩამოვაცილოთ და ხალხს უნდა მივცეთ ძალაუფლება. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკური მონსტრი, რომელიც უნდა დაიშალოს.

ჩვენს ისტორიაში პირველად, ოპოზიცია არ არის ერთი ბელადის ქვეშ გაერთიანებული, არამედ ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და კონკურენტია, იჩენს სიმწიფეს და წინასწარ თანხმდება იმაზე, რაც გასაკეთებელია", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"