არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი გავლენის მოხდენა შესაძლოა, ჯარიმით, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს - კვირის პალიტრა

არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი გავლენის მოხდენა შესაძლოა, ჯარიმით, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს

"საარჩევნი კოდექსში"დაგეგმილი ცვლილებებით, არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი გავლენის მოხდენა სისხლისსამართლებრივად დასჯადი იქნება. როგორც ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტის თანახმად, თუ პირი არამართლზომიერი გავლენის მოხდენას შეეცდება, ამისთვის პასუხისმგებლობის სახით სისხლისსამართლებრივი ჯარიმა, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობა და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება განსაზღვრული.

"ჩვენს მიერ ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო კოდექსში შედის ცვლილებები. კერძოდ, თუ რომელიმე პირი მოისურვებს, რომ გარკვეული ტიპის არამართლზომიერი ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე დაშინებით ან იძულებით, მკაცრდება კანონმდებლობა, სანქციების ფორმატში. ასეთ შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს და არამართლზომიერად დააპირებს, რომ შედეგებზე მოახდინოს ზეგავლენა. კონკრეტულად, ჩვენ სამი ტიპის გრადაცია მოვახდინეთ სანქციების: სისხლისსამართლებრივი ჯარიმა, შემდგომი არის 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობა და კიდევ უფრო მკაცრი სანქცია გახლავთ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

"ინტერპრესნისუი"