"ტყუილია!!!!გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს დედაჩემმა დატოვა სასტუმრო " - რას წერს ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ტყუილია!!!!გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს დედაჩემმა დატოვა სასტუმრო " - რას წერს ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში?

თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს დედამისმა ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისი" დატოვა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.

მისი ინფორმაციით, დედამისი სასტუმროში რჩება ინსტრუქციის სრული დაცვით.

"ტყუილია!!!!გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს დედაჩემმა დატოვა სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისის" ტერიტორია. დედა იმყოფება ჩაქვში, ექიმების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე და როგორც ყველა მისი კოლეგა, რჩება სასტუმროში ინსტრუქციის სრული დაცვით",- აღნიშნავს არეშიძე.

ცნობისთვის, ჩაქვში, სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისში" კორონავირუსი ექიმს დაუდასტურდა, რომელიც კონფერენციაზე იმყოფებოდა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გარკვეული ვადით სასტუმრო „ოაზისი“ ჩაიკეტება. დაიწყება კონფერენციაზე მყოფი 400-მდე ექიმის ტესტირება და გადანაწილდებიან თვითიზოლაციასა და კარანტინში.

წყარო