"მინისტრობის შემდეგ არ დაიკარგა...ძალიან გამიხარდა რამდენიმე წლის შემდეგ ვერა ქობალიას ნახვა, ვისურვებდი, რომ დავაბრუნოთ ისევ საქართველოში" - კვირის პალიტრა

"მინისტრობის შემდეგ არ დაიკარგა...ძალიან გამიხარდა რამდენიმე წლის შემდეგ ვერა ქობალიას ნახვა, ვისურვებდი, რომ დავაბრუნოთ ისევ საქართველოში"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ ვერა ქობალიას შეხვდა.

"ძალიან გამიხარდა, რამდენიმე წლის შემდეგ ვერა ქობალიას ნახვა. ვერა იყო ერთ ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი საქართველოს ისტორიაში და ამავე დროს მინისტრობის შემდეგ არ დაიკარგა, გახდა 300 მილიონიანი ქვეყნის ,ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველი, რომელიც მიავლინა ინდონეზიის პრეზიდენტის და მთავრობის დასახმარებლად ავსტრალიის მთავრობამ და ბოლო წლებში არის ძალიან წარმატებული ბიზნესმენი კანადაში. ის მუშაობს ინოვაციების სფეროში და უკიდურესად საინტერესო აღმოჩენები გააკეთა ტექნოლოგიური აპლიკაციების მხრივ და მისი კომპანიის აქციონერი გახდა ტვიტერი. რა თქმა უნდა, ძალიან ვისურვებდი, რომ ვერა დავაბრუნოთ ისევ საქართველოში ისევე, როგორც ყველა სხვა წარმატებული ქართველი.

ინფორმაციისთვის, ვერ ქობალია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა 2010 წლის 2 ივლისიდან – 2012 წლის 25 ოქტომბრამდე.

წყარო