"ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით" - კვირის პალიტრა

"ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ხვალ გააკეთებს განცხადებას საქართველოში დაბრუნების თაობაზე. შესაბამისი პოსტი სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით",- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო მიმართვა. ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას შეცდომების გამო ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.

"ინტერპრესნიუსი"