"სააკაშვილს ვხედავ გულმოდგინე, ენერგიულ ტუსაღად, რომელიც იქ ქუდებს და ხელთათმანებს კერავს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს ვხედავ გულმოდგინე, ენერგიულ ტუსაღად, რომელიც იქ ქუდებს და ხელთათმანებს კერავს"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, სააკაშვილის განცხადებები და მისი პრემიერად დასახელება უკვე კომედიურ ჟანრს სცილდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი დაბრუნების შემთხვევაში საპატიმროში მოხვდება, ხოლო მისი "ფანები დაღონებულნი იქნებიან."

"მე მგონია , რომ ეს განცხადება უკვე კომედიურ ჟანრს სცილდება და უკვე ფსიქიატრიულის განხრით მიდის და დიდი სინანულით მინდა ვთქვა იმ ბინადართა მიმართ, ვინც იქ არიან, მაგრამ იქ პრემიერებიც არიან, მაკედონელებიც, ნაპოლეონებიც, ასე რომ ამ არეალში შეიძლება ამის განხილვა. მაგრამ მგონია, რომ ეს აკვიატება მალე გაივლის და მომავალში სააკაშვილს ვხედავ გულმოდგინე, ენერგიულ ტუსაღად, რომელიც ძალიან შრომისმოყვარე კაცია, რომელიც კერავს იქ ქუდებს, ხელთათმანებს. კანონი უნდა აღსრულდეს, მისჯილი აქვს და აუცილებლად მოხდება პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ თუ რამე მართლაც არის, შეიძლება სამკურნალო დაწესებულებაში გადავიდეს," - განაცხადა ქანთარიამ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურმა მოძრაობამ" პრემიერობის კანდიდატად დაასახელა.

"ინტერპრესნიუსი"