"ჩემი გათვლით, ყოვლად უვარგის პარლამენტს მივიღებთ. მე უკვე ვხედავ ამას" - კვირის პალიტრა

"ჩემი გათვლით, ყოვლად უვარგის პარლამენტს მივიღებთ. მე უკვე ვხედავ ამას"

არ მგონია, მომავალ პარლამენტში მოხვდე და ჩემს თავსაც ვერ ვხედავ. მომავალი პარლამენტი იქნება უაღრესად ცუდი და უვარგისი, - ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ დამოუკიდებელ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე.

ადა მარშანიას თქმით, მომავალ პარლამენტს 4 წელი მუშაობა არ მოუწევს.

"ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" ბევრჯერ მოატყუა მოსახლეობა და იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა სათანადო პასუხს გასცემს, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ ამათ ხელშია საარჩევნო ბერკეტები და ვხედავ, რომ ამას მაქსიმალურად გამოიყენებენ. არ მგონია, რომ მომავალ პარლამენტში მოხვდები და ჩემს თავსაც ვერ ვხედავ მომავალ პარლამენტში. ჩემი გათვლით პარლამენტი იქნება უაღრესად ცუდი და უვარგისი. ყოვლად უვარგის პარლამენტს მივიღებთ. მე უკვე ვხედავ ამას და იმასაც ვხედავ, რომ იმ პარლამენტს 4 წელი მუშაობა არ მოუწევს",- განაცხადა ადა მარშანიამ.

"ინტერპრესნიუსი"