"ჩვენი გეგმაა, ნაკლები ფული მთავრობას, მეტი ფული, მეტი კეთილდღეობა და ეკონომიკური განვითარება ხალხს" - კვირის პალიტრა

"ჩვენი გეგმაა, ნაკლები ფული მთავრობას, მეტი ფული, მეტი კეთილდღეობა და ეკონომიკური განვითარება ხალხს"

ჩვენი გეგმაა, ნაკლები ფული მთავრობას, მეტი ფული, მეტი კეთილდღეობა და ეკონომიკური განვითარება ხალხს , - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ გორში მხარდამჭერებთან შეხვედრისას პარტიის ეკონომიკურ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

დავით ბაქრაძის თქმით, არჩევნების შემდეგ გარდამტეხი ცვლილებები პირველ რიგში, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებას უნდა ეხებოდეს.

ამასთან, პარტიის ლიდერმა პენსიების და სოციალური დახმარებების გაორმაგება დააანონსა.

"ჩვენი პოლიტიკაა, რომ "ევროპული საქართველო" უნდა იყოს თქვენი კომპასი სწორი ცვლილებების გზაზე. სწორი ცვლილებებია ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება და სამუშაო ადგილების შექმნა გადასახადების შემცირების გზით, რომ ნაკლები ფული წაიღოს მთავრობამ და მეტი ფული დარჩეს ბიზნესს, რომ ოჯახებს დაეზოგოთ თანხა გადასახადებზე, რომ ფასები აღარ გაიზარდოს, ესაა ჩვენი კონკრეტული გეგმა, რომელიც შეიძლება გაკეთდეს წლის ბოლომდე. ჩვენი კონკრეტული გეგმაა დავეხმაროთ განსაკუთრებით გაჭირვებულებს, პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, დევნილებს, ომის ვეტერანებს. ჩვენი გეგმაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება გადავცეთ ხალხს, დავამარცხოთ კრიმინალი და შევქმნათ დამოუკიდებელი სასამართლო", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"