"ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს პრემიერი ან პრეზიდენტი. ფაქტია, ის მართავს ქვეყანას" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს პრემიერი ან პრეზიდენტი. ფაქტია, ის მართავს ქვეყანას"

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური მცხეთა-მთიანეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისათვის იბრძოლებს. მისი პარტია "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" კანდიდატის დასახელებას 20 სექტემბრისთვის გეგმავს.

იმ შემთხვევაში, თუ თიანეთის მოქმედი მერი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, მას თიანეთის მერის თანამდებობის დატოვება მოუწევს. მერობის ვადა მას მომავალი წლის ბოლოს ეწურება. მომავალ არცევნებზე, ხელისუფლლების საქმიანობაზე, "ქართულ ოცნებასა" და სხვა საკითხებზე თამაზ მეჭიაურს ვესაუბრეთ:

- სტუდენტობის მეგობართან - ბიძინა ივანიშვილთან ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ჩვეულებრივი. მე მას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ რაც შეეხება მის ყოფნას ამა თუ იმ პოზიციაზე, თუ პოლიტიკაშია, მაშინ უნდა იკავებდეს თანამდებობას სახელმწიფოს უმაღლეს სტრუქტურებში. ის უნდა იყოს, წესით, პრემიერი, ან პრეზიდენტი. ფაქტია, რომ ის მართავს ქვეყანას, მაგრამ მეორე მხრივ, თანამდებობებს იკავებენ სხვები და ასეთი რამ ჩვენს შემთხვევაში არ ამართლებს.

- ანუ თქვენც ამბობთ, რომ არაოფიციალურად ის მართავს პოლიტიკურ პროცესებს?

- ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაინც ხალხი ყველაფერზე მას სთხოვს პასუხს, რეალურად, ხშირად არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს იღებენ სხვები და ამ დროს, ბრალდება მას. ამიტომაც აჯობებს, თვითონ მოვიდეს პოლიტიკაში, თვითონ აიღოს ხელში მართვის სადავეები, პასუხისმგებლობაც და ოფიციალურად მიიღოს გადაწყვეტილებები.

- ოცნების" სიაზე თუ გაქვთ წარმოდგენა?

- ჩემი სია ვერ დამილაგებია ბოლომდე და "ოცნების" სიას სად ვსდიო? წარმოდგენა არ მაქვს. ის ვიცი, რომ მაჟორიტარულში იოლი ბრძოლა არსად იქნება, მეც საკმაოდ სერიოზული კონკურენტები მყავს, ასე რომ, წინ საინტერესო ამბები გველის. (იხილეთ ინტერვიუ სრულად)