"პირველად ვსაუბრობ ამაზე და აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ...." - სააკაშვილთან დაკავშირებულ რა შემთხვევას იხსენებს გიგი უგულავა? - კვირის პალიტრა

"პირველად ვსაუბრობ ამაზე და აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ...." - სააკაშვილთან დაკავშირებულ რა შემთხვევას იხსენებს გიგი უგულავა?

"მე ვერ ვგრძნობ, რომ მიშა არის ერთგული დემოკრატიული წესების და კანონების" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" საქართველოს ექპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

"პირველად ვსაუბრობ ახლა ამაზე და აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, ბოლოს სააკაშვილთან საუბარი მქონდა 2014 წელს, გაზაფხულზე, საფრანგეთში იყო უკვე წასული, ვსადილობდით და ვსაუბრობდით მის როლზე და ასეთ ფრაზას მეუბნება, თქვენ თუ დაამარცხეთ ივანიშვილი, მე რა ამით? ამით დასრულდა ჩვენი საუბარი და ამის მერე საქმეზე სააკაშვილთან არ მილაპარაკია. გავიდა ამის მერე წლები, მცდელობაც მქონდა რომ სააკაშვილთან ადამიანური ურთიერთოებიც გამემყარებინა, მაგრამ ვერ ვხედავ... გუშინ მის გამოსვლაში ერთი სიტყვა არ იყო ნახსენები კოალიციაზე, და ახლა საუბრობენ, რომ ვინ გინახიათ ერთპარტიული მმართველობისკენ? კონტექსტს აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ყველა უბდურება, მათ შორის პერსონალურად, მიშა სააკაშვილსაც ყველა უბდეურება მოუტანა ზუსტად იმან, რომ აღარ არსებობდა მუხრუჭი და ერთპარტიული მმართველობის პრობლემა ზუსტად ეგ არის, რომ შენ რომ გააფრენ, დამბალანსებელი აღარავინ არ გყავს", - განაცხადა გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის" ეთერში.

იხილეთ ასევე: "დაბრუნდება თუ არა სააკაშვილი საქართველოში "თეთრ ცხენზე ამხედრებული?" - რას წერს რუსული და უკრაინული მედია საქართველოს ექსპრეზიდენტზე?

იხილეთ ვიდეო