"ცოტნესთვის თანხების მოგროვება არის პროვოკაცია და ამორალიზმი" - რას წერს დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გიორგი გამსახურდია - კვირის პალიტრა

"ცოტნესთვის თანხების მოგროვება არის პროვოკაცია და ამორალიზმი" - რას წერს დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გიორგი გამსახურდია

ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მეუღლემ მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ "ფეისბუქის" გვერდზე ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ თანხა მისი შვილის მკურნალობის ხარჯებს მოხმარდება.

"გაიხსნა მიზნობრივი ანგარიში ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის ხარჯების გასაწევად. მსურველებს გთხოვთ მითითებულ ანგარიშზე მოახდინოთ თანხების ჩარიცხვა" - წერია ტექსტში, რომელიც მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ გამოაქვეყნა.

ინფორმაციას, რომ ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის თანხა სჭირდება, მისი ძმა გიორგი გამსახურდია უარყოფს. ის დედის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას "ტვიტერზე" ეხმაურება:

"ჩემი ძმის მკურნალობის ხარჯებს სრულიად ფარავს საქველმოქმედო ფონდი "ქართუ". შესაბამისად, ყველა სახის თანხების მოთხოვნა და მოგროვება ცოტნესთვის არის პროვოკაცია როგორც მინიმუმ და ამორალიზმი იმათი მხრიდან, ვინც ამას აკეთებს. თხოვნაა არ შეხვიდეთ შეცდომაში" - წერს გიორგი გამსახურდია.

წყარო