"ქართული ოცნება" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციას ბიძინა ივანიშვილი ესწრება - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

პრეზენტაციაზე მმართველი გუნდი დაასახელებს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურასაც.

ღონისძიება მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"