"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველ ოცეულში ორი სპორტსმენი, ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა არიან - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველ ოცეულში ორი სპორტსმენი, ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა არიან

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის პირველი ოცეულში ორი სპორტსმენი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მორაგბე დავით კაჭარავა არიან.

სიაში თბილისის საკრებულოსა და მერიის ორი მაღალი თანამდებობის პირი, ასევე პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე და მოქმედი პრემიერ-მინისტრი შედიან.

პარტიულ სიაში მე-4 ადგილს იკავებს, "ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტის წევრი, იუსტიციის მოქმედი მინისტრი, თეა წულუკიანი, სიაშია მისი მოადგილე მიხეილ სარჯველაძეც.

"ქართული ოცნების" 2020 წლის საარჩევნო სიის ოცეულში, მოქმედი უმრავლესობიდან მხოლოდ 5 წევრია. პარტიის საარჩევნო სიის ოცეულში ხუთი ქალია.

იხილეთ სია სრულად