რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. საზღვარი გახსნა - კვირის პალიტრა

რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. საზღვარი გახსნა

რუსეთმა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან ე.წ. საზღვარი გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. „საზღვრის“ გახსნის შესახებ ბრძანებას ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა.

ცნობისათვის, რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. საზღვარი კორონავირუსის პანდემიის გამო 13 აპრილს ჩაიკეტა.

"ინტერპრესნიუსი"