"დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას - “დაავალე მიშას” - რას გულისხმობს "ნაციონალური მოძრაობის" ახალი კამპანია?
"დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას - “დაავალე მიშას” - რას გულისხმობს "ნაციონალური მოძრაობის" ახალი კამპანია?
''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალ კამპანიას -"დაავალე მიშას“ იწყებს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აბსოლუტურად ყველა სოფელს და ყველა ქალაქს შემოივლიან, მოქალაქეებს პირადად შეხვდებიან და უშუალოდ მათგან მიიღებენ დავალებებს, თუ როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემები.

ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, საზოგადოების რჩევები მათი პრემიერობის კანდიდატს გადაეცემა და შემდგომ მიხეილ სააკაშვილი გააჟერებს საკუთარ გეგმებსა
და მოსაზრებებს.

"თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები უკვე აქტიურად მუშაობენ და აქტიურად მართავენ წინასაარჩევნო კამპანიას. დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას - “დაავალე მიშას”, რაც გულისხმობს შემდეგს: ჩვენთვის ახლა უნიშვნელოვანესია, თქვენ რა მოლოდონი გაქვთ "ნაციონალური მოძრაობისგან“ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ასევე, უმნიშვნელოვანესია, რა მოლოდინი გაქვთ უშუალოდ ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან. ამიტომ, ჩვენი მაჟორიტარები აბსოლუტურად ყველა სოფელს, ყველა ქალაქს,
რაიონს შემოივლიან, შეგხვდებიან თითოეულ თქვენთაგანს და უშუალოდ თქვენგან მიიღებენ დავალებებს. იმ დავალებებს, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა“ პირობას დებს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საზოგადოების რჩევები იქნება ის გზამკვლევი, რომლითაც პარტია დღეს არსებული პრობლემების გადაჭრას შეეცდება.

"ეს დავალებები, აბსლუტურად ყველა, ჩვენი პრემიერობის კანდიდატს გადაეცემა და შემდგომ უკვე მიხეილ სააკაშვილი თავად მოგახსენებთ თავის მოსაზრებას და გეგმას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს მოსახლეობაში არის დაგროვილი. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ მდიდარი საქართველო ძლიერი ოჯახებით და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ამ პროცესში ჩართულობა“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

"ინტეპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები