"სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევა არ იქნებოდა ურიგო და იმედია, კონსულტაციისთვის ვინმეს მიმართავს" - ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე
"სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევა არ იქნებოდა ურიგო და იმედია, კონსულტაციისთვის ვინმეს მიმართავს" - ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე
მგონია, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევა არ იქნებოდა ურიგო, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლო დროინდელ განცხადებებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილი ყოველგვარი ფანტაზიის მიღმაა გასული.

"უცხო ქვეყნის მოქალაქე, მსჯავრდებული, საქართველოს ყოფილი მოქალაქე - ეს ადამიანი გასულია ყოველგვარ ზღვარს. თუკი რაიმე ფანტაზია არსებობდა იმ ფანტაზიის მიღმაა. შესაბამისად, მგონია, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევა არ იქნებოდა ურიგო და იმედია, ვინმეს მიმართავს კონსულტაციისთვის, რომ აუხსნან
- ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებ! რასაც კადრულობს და ცდილობს მოატყუოს, ამას არ მიიღებს ჩვენი ხალხი. ასე, რომ დროა სამედიცინო კონსულტაციისთვის",- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა Faceebook-ზე გამოაქვეყნა კიევში, ვენახში გადაღებული ვიდეო და ქართველ მევენახეებს საქართველოს მთავრობის „შემდეგი ხელმძღვანელის სახელით“
მიმართა. მან აქცენტს ხელისუფლების მიერ მევენახეებისთვის სუბსიდირების ოდენობაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ 30 თეთრი „უბრალოდ დაცინვაა“.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები