ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა წარადგინა - კვირის პალიტრა

ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა წარადგინა

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. პარლამენტს გენადი ბეკოევის კანდიდატურა წარუდგინა მარიონეტული მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად. ბეკოევი 29 აგვისტოდან ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებს მას შემდეგ, რაც ბიბილოვმა ე.წ. მინისტრთა კაბინეტი მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგის ფონზე დაითხოვა, რაც ცხინვალის მცხოვრების ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას უკავშირდებოდა.

ჯაბიევი საგამოძიებო იზოლატორიდან საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, რომელსაც სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

"ინტერპრესნიუსი"