"პრეზიდენტად 500 კაცს არ ავურჩევივარ, მუშაობას მომავალ არჩევნებამდე გავაგრძელებ"
"პრეზიდენტად 500 კაცს არ ავურჩევივარ, მუშაობას მომავალ არჩევნებამდე გავაგრძელებ"
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. "პრეზიდენტი" ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ არ აპირებს დათანხდეს ოპოზიციის მოწოდებას და "საპრეზიდენტო ვადის" ამოწურვამდე "თანამდებობა" დატოვოს.

"პრეზიდენტად 500 კაცს არ ავურჩევივარ, პრეზიდენტი გააგრძელებს მუშაობას მომავალ არჩევნებამდე, რომელიც 2022 წლისთვისაა დაგეგმილი,"- აღნიშნა ბიბილოვმა პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ზოგიერთ ე.წ. "დეპუტატს" ადამიანის ტრაგედია პოლიტიკურ სიბრტყეში გადააქვს.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე კვირის წინ, ცხინვალის მილიციის იზოლატორში 28 წლის ინალ ჯაბიევის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. მომიტინგეები, რომლებსაც მხარს ე.წ. ოპოზიციური
პარტიების წარმომადგენლები უჭერენ, დე ფაქტო პრეზიდენტის - ანატოლი ბიბილოვისა და ე.წ. გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომას, ძალოვანი უწყებების ძირეულ რეფორმირებასა და ინალ ჯაბიევის მკვლელობაში მონაწილე პირების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ. პროტესტის ფონზე ბიბილოვმა ჯერ
ე.წ. შსს მინისტრი იგორ ნანიევი გაათავისუფლა პოსტიდან, შემდეგ კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ერიკ ფუხაევი.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები