გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“, 15% კი „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს - IRI - ს ახალი გამოკითხვა - კვირის პალიტრა

გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“, 15% კი „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს - IRI - ს ახალი გამოკითხვა

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“, 15 % კი- „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს.

კერძოდ, კითხვაზე: ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, 36%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 15 %-მა - „ნაციონალურ მოძრაობა“.

დანარჩენი ხმები კი ასე გადანაწილდა - „ევროპული საქართველო -თავისუფალი დემოკრატები“ – 4%, „ახალი საქართველოსთვის -სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4%, „პატრიოტთა ალიანსი“- 4%, „ლეიბორისტული პარტია“- 3%. ამომრჩეველთა 23 % კი აცხადებს, რომ არ იცის, ან პასუხი არ აქვს. რაც შეეხება სხვა პარტიებს - „სამოქალაქო მოძრაობას“ აქვს 2%, „ლელო საქართველოსთვის“- 2%, „გირჩი“ - 2%, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო - 1%, სხვა პარტია- 2%, არცერთი- 3%.

გარდა ამისა, IRI-ს მიერ დასმული კიდევ ერთი შეკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 33 % აცხადებს, რომ პირველ რიგში „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს მხარს, ხოლო რესპონდენტების 3 % მმართველ პარტიას იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუკი საარჩევნო ბიულეტენში მისი რჩეული პარტია არ იქნება. კერძოდ, კითხვაზე, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, ვის დაუჭერთ პირველ რიგში მხარს და იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი რჩეული საარჩევნო ბიულეტენში არ იქნება, ვის შემოხაზავდით მის ნაცვლად, პასუხები ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა 33 %-სთვის პირველი არჩევანი „ქართულ ოცნება - დემოკრატიული საქართველოა“, ალტერნატიული არჩევანის სახით კი პარტიას 3 % უჭერს მხარს. პირველ არჩევნად პარტია „ნაციონალურ მოძრაობა- ძალა ერთობაშიას“ 15 % ასახელებს, იმ შემთხვევაში კი, თუკი რჩეული პარტია ბიულეტენში არ იქნება, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს გამოკითხულთა 3 % უჭერს. „ევროპულ საქართველოს“ მხარს გამოკითხულთა 4 % უჭერს, ალტერნატიული არჩევანი კი პარტია რესპონდენტთა 5 %-სთვის არის. „ახალი საქართველოსთვის - სტრატეგია აღმაშენებელს“ მხარს გამოკითხულთა 4 % უჭერს, იგივე მხარდაჭერა ექნება პარტიას იმ შემთხვევაში, თუკი რესპონდენტთა რჩეული პარტია ბიულეტენში არ იქნება. „პატრიოტთა ალიანსს“ მხარს გამოკითხულთა 3% უჭერს, იმ შემთხვევაში კი, თუკი სასურველი პარტია ბიულეტენში არ აღმოჩნდება, „პატრიოტთა ალიანსს“ მხარს რესპონდენტთა 5% დაუჭერს. გამოკითხულთა 3%-სთვის „ლეიბორისტულ პარტია“ პირველი არჩევანია, რესპონდენტთა 2 % კი აცხადებს, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუკი მისთვის სასურველი პარტია ბიულეტენში არ იქნება. გარდა ამისა, IRI-ს გამოქვეყნებულ ახალ კვლევის თანახმად პარლამენტში შემავალი პარტიების შემცვლელ ეფექტიან ალტერნატივად 16% “ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 9-9 % კი - „ლელო საქართველოსთვის“ და „ახალი საქართველოსთვის - სტრატეგია აღმაშენებელს“.

კერძოდ, კითხვაზე, ფიქრობთ თუ არა, რომ ამ არჩევნებში მონაწილე რომელიმე პოლიტიკური პარტია ეფექტურ ალტერნატივას გვთავაზობს პარლამენტში, IRI-ის კვლევის მონაწილეთა 56% ფიქრობს, რომ ასეთი პარტია არ არსებობს, 24 %-მა არ იცის ან პასუხი არ აქვს ამ შეკითხვაზე, ხოლო 20% ფიქრობს, რომ ასეთი პოლიტიკური ალტერნატივა არსებობს.

გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2.5%-ია.

"ინტერპრესნიუსი"