"არასდროს არაფერი გვქონია განზრახული ქართველი ხალხის წინააღმდეგ" - რა განაცხადა ლავროვმა საქართველოზე, ბელარუსზე და ნავალნიზე კანდელაკთან ინტერვიუში
"არასდროს არაფერი გვქონია განზრახული ქართველი ხალხის წინააღმდეგ" - რა განაცხადა ლავროვმა საქართველოზე, ბელარუსზე და ნავალნიზე კანდელაკთან ინტერვიუში
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 17 სექტემბერს ტელეკომპანია RTVI-ის ჟურნალისტს თინა კანდელაკს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან ისაუბრა როგორც საერთაშორისო დიპლომატიის საკითხებზე, ასევე საქართველოსთან ურთიერთობის პერსპექტივის შესახებ.

გთავაზობთ ინტერვიუს ზოგიერთ მნიშვნელოვან ფრაგმენტს:

-----------

რუსეთ-ბელარუსის მომავალი: თანხმობა ინტეგრაციაზე
"ეს ისე იქნება, როგორც ჩვენი ქვეყნები მოილაპარაკებენ. ყველაფერი 1999 წლის ხელმოწერილ დოკუმენტზე იქნება აგებული. გვესმის, რომ უკვე 20 წელი გავიდა და რაღაც შესაცვლელია. სწორედ ამ მიზნით გადაიდგმება ნაბიჯები, რომლებიც თანამედროვე დონის ინტეგრაციას
უზრუნველყოფს. მომზადებულია 31-პუნქტიანი "საგზაო რუკაც", რომელიც სამოკავშირეო ხელშეკრულების კონკრეტულ საკითხებს ეხება. ალექსანდრე ლუკაშენკომ რეფორმის დაწყების სურვილი უკვე გამოხატა ვლადიმერ პუტინთან სოჭში გამართული შეხვედრის დროს".

ბელარუსის პროტესტები: ვინ ალაპარაკებს სვეტლანას?
"მე უკვე ბევრჯერ ვთქვი იმის თაობაზე, თუ როგორ სიტუაციაში აღმოჩნდა სვეტლანა ტიხანოვსკაია. ის, რომ იგი, თავისი
ენით და ხმით არ ლაპარაკობს, ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია. იგი ლიეტუვაში იმყოფება, რომლის ხელისუფლება, პოლონელ კოლეგებთან ერთად, ბელარუსის ხელისუფლების შეცვლას ითხოვს. თქვენ ალბათ უკვე იცით, რომ ლიეტუვამ სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსის ლიდერად აღიარა, ალექსანდრე ლუკაშენკო კი არალეგიტიმურ პრეზიდენტად. დღეს ტიხანოვსკაია ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც უამრავ კითხვას იწვევს".

რა თქვა ჯონ კერიმ 2014 წელს ყირიმის შესახებ
"2014 წლის აპრილში ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მითხრა: "სერგეი, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ყირიმი თქვენია. ჩვენ გვესმის, რომ ყირიმელებს თქვენთან დაბრუნება სურდათ... მაგრამ თქვენ ისე სწრაფად ჩაატარეთ რეფერენდუმი, რომ ის არანაირად არ ჯდება ამ დონის ღონისძიების სტანდარტებში. გთხოვ დაელაპარაკო შენს პრეზიდენტს. მოდით, კიდევ ერთი რეფერენდუმი ჩავატაროთ. წინასწარ გამოაცხადეთ დრო, მიიწვიეთ საერთაშორისო დამკვირვებლები... შედეგი, ალბათ იგივე იქნება, მაგრამ იმავდროულად პოლიტიკურ კულტურას, ზრდილობას და სტანდარტებსაც დავიცავთ". მე ვუპასუხე: "ჯონ, თუ თქვენ ყველაფერი გესმით, რომ ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა ხალხის ნების გამოხატულება იყო, მაშინ სპექტაკლის მოწყობა რატომღა გვჭირდება?".

"არ იქნებოდა ნავალნი? მის ნაცვლად სხვა რამეს მოიფიქრებდნენ"
"მე ვეთანხმები იმ ჩვენს პოლიტოლოგებს, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ თუ ნავალნი არ იქნებოდა, მის ნაცვლად [დასავლეთი] ვიღაცას ან რაღაცას მოიფიქრებდა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების მისაღებად. ჩვენ ჩვენი კანონები გვაქვს, რომელთა თანახმად, მხოლოდ სიტყვა არ არის საკმარისი სისხლის სამართლის საქმის აღძვრისათვის. გარკვეული პროცედურები უნდა იყოს დაცული".

როგორც ახდენს გავლენას სოციალური ქსელები პოლიტიკაზე
"სოციალური ქსელები მსოფლიო პოლიტიკაზე უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს რეალობაა. დასავლეთი, უპირველესად კი აშშ, სოციალურ ქსელებს აქტიურად იყენებს, რათა წინ წასწიოს და საკუთარი დღის წესრიგი უკარნახოს პრაქტიკულად ყოველ სახელმწიფოს".

"მჯერა, რომ საქართველოსთან ურთიერთობა აღდგება"

თინა კანდელაკი: სერგეი ვიქტოროვიჩ, მე როგორც ქართველმა, მინდა გკითხოთ: განა დრო არ არის საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გამარტივდეს? უკვე ქართველების მეორე თაობა იზრდება, რომლებსაც რუსეთი არ უნახავთ. როგორ ფიქრობთ?

სერგეი ლავროვი: ქართველებს დღესაც შეუძლიათ რუსეთში მოსვლა ვიზით, რომლის აღებისათვის მიზეზების ჩამონათვალი გაფართოებულია. ამჟამად პრაქტიკულად არანაირი შეზღუდვა არ არსებობს რუსეთში შემოსასვლელად. ვიზებს გასცემს ჩვენი ინტერესების სექცია თბილისში [შვეიცარიის საელჩოში].
რაც შეეხება უვიზო რეჟიმს: როგორც თქვენთვის ცნობილია, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვიყავით იმისათვის მზად, რამდენიმე ნაბიჯი გვაკლდა, რომ უვიზო რეჟიმი გამოგვეცხადებინა, მაგრამ მოხდა ის შემთხვევა რუსეთის ფედერალური საკრებულოს დელეგაციასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე იყო ჩასული თბილისში - [დელეგაციის ხელმძღვანელი] ჯერ სავარძელში ჩასვეს, შემდეგ ამის გამო პრაქტიკულად შეეცადნენ ძალის გამოყენებას...

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან აღდგება, აეწყობა. ჩვენ ვხედავთ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას მხარს უჭერენ. ჯერ-ჯერობით ისინი პატარა პარტიების სახით არიან მმართველ ელიტაში. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ჩვენი ტრადიციული ისტორიული სიახლოვე, ჩვენი ხალხების ურთიერთლტოლვა გაიმარჯვებს. ის პროვოკატორები კი, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოს ნორმალურ გზაზე დაბრუნებას, შერცხვენილნი იქნებიან.

დღეს ცდილობენ საქართველო ისე გამოიყენონ, როგორც უკრაინას იყენებენ. უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი უდიდეს როლს ასრულებს. ახლახან ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინისთვის მიცემული ყოველი ტრანში მხოლოდ მოკლე ვადიანი იქნება - მიკროკრედიტების სახით, რითაც უკრაინა "დაბმულივით" იქნება, "ჯაჭვი" კი შეიძლება დაამოკლო. ასევე ხდება საქართველოს მიმართაც. ჩვენ არანაირი მიზეზი არ გვაქვს, რომ საქართველოს მიმართ ასეთი მიდგომა გამოვიყენოთ, არასდროს არაფერი არ გვქონია განზრახული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ყველას ახსოვს, როგორ მოხდა 2008 წლის მოვლენები - თუ როგორ წრთვნიდნენ ამერიკელი ინსტრუქტორები ქართულ არმიას. ამერიკელებისათვის მშვენივრად იყო ცნობილი მიხეილ სააკაშვილის თავშეუკავებლობა, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა შეთანხმება და დანაშაულებრივი ბრძანება გასცა.

ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანის ნათქვამი სიტყვა უნდა დავიჯეროთ. დიახ, მაგრამ ბევრჯერ დაგვიჯერებია სიტყვისათვის, რომელიც შემდეგ ცარიელი გამხდარა. მაგალითად, 2003 წელს კოლინ პაუელის "აკადემიური" ტონით ნათქვამი ერაყული სინჯარების თაობაზე, რაც ამ ქვეყანაზე თავდასხმის მიზეზად იქცა. მრავალი წლის შემდეგ ტონი ბლერმა აღიარა, რომ ერაყს არანაირი ბირთვული იარაღი არ ჰქონდა. სხვა ბევრი მსგავსი ისტორიაც არსებობს - ვთქვათ თუ როგორ დაესხა ნატო თავს იუგოსლავიას - ეუთოს ამერიკელმა წარმომადგენელმა უოკერმა სოფელ რაჩაკში გარდაცვლილთა გვამები ნახა და განაცხადა, სერბებმა კოსოვოელებს გენოციდი მოუწყესო. მოგვიანებით დადგინდა, რომ მოკლულები სამხედროები იყვნენ, სამოქალაქო ტანსაცმელში სპეციალურად ჩაცმულნი.
მას შემდეგ, რაც მშვიდობის დასამყარებლად იძულებითი ხუთდღიანი სამხედრო ოპერაცია დასრულდა, ევროკავშირმა ექსპერტების ჯგუფს სპეციალური მოხსენების მომზადება დაავალა, რომლის ხელმძღვანელად შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი მიიწვიეს - უნდა გამოკვლეულიყო 2008 წლის აგვისტოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტის გენეზისი. დასკვნა ერთმნიშვნელოვანი გაკეთდა: ყველაფერი მოხდა მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით. იგი ცდილობდა რაღაცების მომიზეზებას, რომ ვიღაცამ მისი პროვოცირება მოახდინა, რომ [როკის] გვირაბის იქით მხარეს მას ვიღაც ელოდებოდა... ეს ყველაფერი ცბიერობაა და მეტი არაფერი.

ქართველი ხალხი ბრძენი ხალხია. მათ ცხოვრება უყვართ, შეიძლება იმავენაირად და იგივე გამოვლენებით, როგორც რუსეთის ფედერაციის ხალხებს. [მჯერა, რომ] გადავლახავთ ამჟამინდელ ანომალიურ სიტუაციას და ჩვენს სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ნორმალურ ურთიერთობებს აღვადგენთ". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

გლახუნა
18 სექტემბერი 2020 17:37
როგორ - ,,არასდროს არაფერი გვქონია განზრახული ქართველი ხალხის წინააღმდეგ...,, არ ეშვებით ამ რუსულ-მონღოლურ - სომხურ ც ბ ი ე რ ე ბ ა- ცინიზმსს , არაა ?! და ასე თუ არის - მერე გ ა ი ყ ვ ა ნ ე თ საოკუპაციო ჯარები, უკან წ ა ი ღ ე თ აფხაზეთი, სამაჩაბლოს ე.წ. ,,აღიარება,, ..შ ე წ ყ ვ ი ტ ე თ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ აგრესიები, შიდა ჩარევები - რუსული დემაგოგია - სიძულვილის პროპაგანდით ქართელთა - მ უ დ მ ი ვ ი მ ძაფრი დაპირისიპირების მცდელობები ...- მაგით პ ი რ დ ა პ ი რ აცხადებთ - ვებრძვით ქართულ -ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს, მაგრამ - უტიფრად -ცბიერად ა ც ხ ა დ ე ბ თ, რომ არა ... ქართველ ხალხს, ხო ?! - სწორად ქართველ ხალხს ე ბ რ ძ ვ ი თ და მის საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს - დაუნდობლად, ცბიერად, გაიძვერობით, ცინიზმით ... გ ე შ ი ნ ი ა თ, გ ე ს ი ნ ი ა თ - ქართული ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განვითარება - განმტკიცების, უშიშროება - უსაფრთხპების გამძლავრების -ეკონომიკის აღორძინების ... ს ა ფ რ თ ხ ე ს ხედავთ - ს რ უ ლ ი ა დ კავკასის დაკარგვის და ... საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს არსებობაც ვერ იტანთ ... არათუ მის განვითარება -განმტკიცებას და...

თუ გონიათ - თქვენ რუსულ -მონღოლურ -სომხურ ცბიერებას, გაიძვერობას და ცინიზმსს - ვერ ვხედავთ, ვერ ვაკონტროლებთ ...ბრიყვები ვართ და პასუხს არ გაგებინებთ ...მაგრად ცდებით (!)- 2012 წლიდან რუსეთის- კრემლის , ამ 21-ე საუკუნეშიც შ უ ა საუკუნეების მენტალიტეტის მქონე, მით მ უ დ ა მ უპერსპექტივო- ავადმყოფი სამყაროს უ კ ა ნ ა ს კ ნ ე ლ ი თარეშია - საქართველოში, ანუ სახელმწიფოს ინსტიტუტების მიზანმიმართული და ეტაპობრივი დაუსუსურების, დაკნინების, გაღატაკების ... მაგრამ ერის ღ ი რ ს ე უ ლ ი შვილები - მას დაასრულებს -2020 წელს თუ არა - 2021 წელს და - ძ ა ლ ი ა ნ სწრაფად დ ა ი წ ყ ე ბ ა საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განვითარება - განმტკიცება,ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს უსაფრთხოება - უშიშროების გამძლავრება ( 90 000 კბილებამდე შეიარაღებული პროფესიული ჯარი ,თავისი თანამედროვე სამხედრო საჰაერო თავდაცვის სისტემებით, მობილური-კარგად შეიარაღებული სასაზღვრაო ძალებით - ანუ + 10 000 აშშ-კანადის ჯარი) - ეკონომიკის აღორძინება ( სტრატეოიული ეკონომიკური პროექტები - დ ა ს ა ვ ლ უ რ ი პასუხისმგებლობით სავსე მილიარდიანი ინვესტიციები- ბიზნეს -მენეჯმენტის შემოყვანით, მით შიდა წარმოების , საშუალო და მცირე ბიზნესის, სოფლის მეურნეობის ს წ რ ა ფ ი განვითარებით ) ...და საქართველო 7-8 წელიწადში - პოლონეთ- საბნერძნეთს დ ა ე წ ე ვ ა ყველა მიმართულებით და თან გ ა ც ი ლ ე ბ ი თ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით - პერსპექტივებით ... რა ა რ -ვ ე რ გაიგეთ - ა რ გვინდა რუსულ-აზიურ ჭ ა ო ბ შ ი, შუა საუკუნეების მენტალიტეტის ა ვ ა დ მ ყ ო ფ, მით უპერსპექტივო სამყარს - თ ა ნ , ავტორიტარულ-ტოტალიტარულ კრიმინალური რეჟიმებით , მით უ პ ე რ ს პ ე ქ ტ ი ვ ო ბ ა შ ი ყოფა-ცხოვრება ... - ერს გვჭირდება მენტალური გ ა ჯ ა ნ ს ა ღ ე ბ ა, ინტელექტუალური განვითარება , ეროვნული ბუნება - სულისკვეთების აღორძინება - განმტკიცება და ეს შ ე ს ა ძ ლ ე ბ ე ლ ი ა მხოლოდ საქართველოს - ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განვითარება - განმტკიცებით , ეკონომიკის აღორძინებით , სოციალური კეთილდღეობის მიღწევით და რაც შ ე ს ა ძ ლ ე ბ ე ლ ი ა მხოლოდ დ ა ს ა ვ ლ უ რ პროგრესულ სამყაროსთან სტრატეგიული -ეკონომიკური თანამშრომლობით - პარტნიორობით ... რასაც ქართველობა, განსაკუთრებით ა ხ ა ლ გ ა ზ რ დ ო ბ ა ძალიან კარგად ხედავს და რისთვისაც მიისწრაფის!

- რაც შეგეხებათ თქვენს - რუსეთ-სომხეთის - ცბიერ ,ცინიკურ ინტერესებებს , მისწრაფებები - ვ ი ც ი თ და ეს უკვე მ თ ლ ა დ - ფაქტი არის
2012 წლიდან - საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს დაუსუსურება, დაკნინება, უკიდურესად გაღატაკება, დ ა შ ლ ი ს - ე რ თ ა დ ე რ თ ი მისწრაფება რომ გაქვთ ... და მას აკეთებ- თ ც ა ლ ტ ვ ი ნ ა - ფულზე დაფეთებული ,,ქართული,, საბჭოთა ნომენკლატურით + გვარებგადმოკეთებულებით , უწიგნური - გაიძვერა -კრემლის სპეც-სტრუქტურების მიერ ბოლომდე კონტროლირებადი -ფ ა ქ ტ ი უ რ ა დ - 21-ე საუკუნეში ნკვდ-ს ფ უ ნ ქ ც ი ი ს შემსრულებელი რუსულ ჰიბრიდულ ომში - ორგანიზებული კრიმინალური სამყაროთ და მათი ნ ა ყ ი დ ი ,,ჟურნალისტებით,, ... და რ ა ტ ო მ (?!) ... რუსული სამყაროს მოშორებით- საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო დაიბრუნებს ისტორიულ ფ უ ნ ქ ც ი ა ს - კავკასიაში (არა მარტო) - გეოპოლიტიკური- ს ტ რ ა ტ ე გ ი უ ლ ი ცენტრის -
თ ა ნ ა მ ე დ რ ო ვ ე დასავლური ტიპის, ა ნ უ ორიენტირებული მხოლოდ პროგრესსა და წარმატებაზე... უშიშროება -უსაფრთოების მიმართულებით (ვიმეორებ 90 000 პროფესიული -მძლავრი არმია,მძლავრი შეიარაღებით -ხელფასი მინიმუმ 2000 დოლარით), სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტები-სტრუქტურებით, ეკონომიკით, განათლებით, მ ე დ ი ც ი ნ ი თ , კულტურით , ს პ ო რ ტ ი ს ხარისხით ... + როგორც ენერგეტიკული დერაფანის ( შუა აზია- აზერი- საქართველო- ანაკლის -ფოთის პორტებით - ევროპა) - ფინანსური ლ ო ჯ ი ს ტ ი კ უ რ ი - მიმართულებით ... და მით საქართველო შეიქმნება რ ე გ ი ო ნ ა ლ უ რ ი ლიდერი და რაც არა მარტო აფხაზებს, გონიერ ოსებს ... მთელ ჩრდილოეთ კავკასია - ს ( გენეტიკურად ნათესავებს) - საქართველოსაკენ ძლიერ შემოაბრუნებს მ ე ნ ტ ა ლ უ რ ა დ და მერე ... -

- კ ა რ გ ა დ ვიცით - კ რ ე მ ლ ი ს სომხობის მიზნებიც - კ ა ლ ა ნ ტ ა რ ი ა ნ ო - ი გ ი ვ ე რომ არის ... - ჯერ ერთი კრემლის სომხობას -რ უ ს ე თ ი ს გარეშე - სომხეთის სახელმწიფო - ვ ე რ ც წარმოუდგენიათ , და მერე მეორე - კ ა რ გ ა დ იციან - ძლიერი საქართველო 10 000 კაციან სამხედრო ბაზას შექმნის - სომხეთის საზღვარზე (ისევე როგორც აზერბაიჯანის) და სამუდამოდ დაივიწყებთ რუსეთის ძალისხმევით ჯავახეთის მიტაცების მიზნებს ( შ ე დ ი თ ქართველობავ - რუსულ იუთუბში და გ ა დ ა ხ ე დ ე თ რა დღეში არის ს ო მ ხ ო ბ ა-რა ცბიერი მიზნები აქვთ- ურუსებთან ერთად და როგორ ხარობენ საქართველოს სახელმწიფოს დაკნინებას ...მეომარნი რომ გაგვიხდნენ 21-ე საუკუნეში - 600 წელი ქართველობის მკვლავის ქვეშ დამალულები- არც ის არის - შ ე მ თ ხ ვ ე ვ ი თ ი - საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტებში -საქართველოს წინააღმდეგ ხმის მიცემაც, აფხაზეთში სომხობის ქმედებები ... ) ...- ასე რომ -ნ უ დემაგოგობთ კრემლი - კრემლის ლ ა ვ რ ო ვ ( კურგინიან, მინასიან, ბაღდასაროვ , მიგრანიანები... ) -კ ა რ გ ა დ ვიცით რუსულ - სომხური ცბიერი მიზნები-ინტერესებები - საქართველოს მიმართ ...მაგრამ მას დავასრულებთ ქართველი პატრიოტობა - ძ ლ ი ე რ ი და მტკიცე საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს შექნით...
ავთო
18 სექტემბერი 2020 17:34
რასაც მოისურვებს, იმას იტყვის, მერე გააკეთებს კიდეც, რას ვუზამთ?
magnolia
18 სექტემბერი 2020 16:22
თინა შენც კარგი ოხერი ხარ, როგორც ქართველმა ინ უნდა გეკითხა როდის გაიყვანთ ჯარს საქართველოდანთქო, ან როდის დასრულდება ოკუპანტი რუსეტის პარპაში ქართულ მიწაზე, მაგრამ არა, შენც ვითომ ქართველი ხარ რა

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები