"ჩვენ შორის ვინც ომის დროს გარბოდა, იმის დედა ვატირე" - ბოკერია ყაველაშვილს
18-09-2020
"ჩვენ შორის ვინც ომის დროს გარბოდა, იმის დედა ვატირე" - ბოკერია ყაველაშვილს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას უსმენენ, ხმაური იყო.

ხმაური "ევროპული საქართველოს" წევრების მიერ სხდომათა დარბაზის დატოვებამ გამოიწვია, რაზეც უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა მათ მიმართა, რომ ისევე გარბიან დარბაზიდან, როგორც "ომის დროს გარბოდნენ".

აღნიშნულზე მას გიგა ბოკერიამ შემდეგი რეპლიკით უპასუხა - "ჩვენს შორის ვინც ომის დროს გარბოდა, იმის დედა ვატირე".

მომხდარს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე და კოლეგებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"კორექტულად, პარლამენტში გინება არ არის ღირსეული საქციელი", -
განაცხადა მან.

"ევროპულმა საქართველომ" დარბაზი მას შემდეგ დატოვა, რაც კითხვა- პასუხისა და დაზუსტებების პროცედურა დასრულდა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?