"უნდა გვახსოვდეს, რომ ივანიშვილმა რუსების დავალებით გააჩერა ანაკლიის პორტის მშენებლობა"
"უნდა გვახსოვდეს, რომ ივანიშვილმა რუსების დავალებით გააჩერა ანაკლიის პორტის მშენებლობა"
"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის ოლქში გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

უგულავას თქმით, რეგიონში არის მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარება.

"ჩვენ ახლა ვიმყოფებით ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილზე, ჩემს წინ არის ხიდი და აქეთ არის უკვე აფხაზეთის მიწა. აქ მთავრდება განმუხური, აქ არის ბოლო ბლოკ-პოსტი და იქით უკვე დგანან რუსი მესაზღვრეები, რუსი ოკუპანტები, რომლებიც ყოფენ ჩვენ ქვეყანას და წარმოადგენენ აქ საფრთხეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ
აქ, ზუსტად ამ ტერიტორიაზე, ივანიშვილმა, რუსების დავალებით გააჩერა პორტის მშენებლობა. პორტი, რომელსაც უნდა დაესაქმებინა არამარტო ზუგდიდი, არამედ მთლიანი სამეგრელო და იმერეთიდან და გურიიდან უამრავი ჩვენი თანამოქალაქე. დღეს ამ პორტის მშენებლობა შეჩერებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, ეს არის მაამებლობა რუსეთისადმი და აუტანლობა ყველა განსხვავებულისადმი,
რომელიც არ ემორჩილება ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, უნდა დავდოთ პირობა, რომ როგორც კი ივანიშვილს მოვიშორებთ, ავაშენებთ ამ პორტს და ეს პორტი იქნება სიმბოლო აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების, ჩვენი განვითარების და უამრავი სამუშაო ადგილის და ახალი პერსპექტივების გაჩენის. ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია ეს გვახსოვდეს. ეს პორტი არ იყო მხოლოდ პორტი ამ ქვეყნისთვის, ეს იყო სიმბოლო განვითარების და გაერთიანების და ყველაფერი წინააღმდეგი იმის, რის წინააღმდეგაც დღეს გამოდის ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (3)
ალექს
20 სექტემბერი 2020 05:43
არ ვიცი ვინაა ნაძმოს ანალიტიკოსი ანაკლიის პორტის აქტუალურობის სკითხებში ,მაგრამ ვფიქრობ, არაა ამ სფეროს სპეციალისტი,ან არაა გულწრფელი,ნაძმოა ეგეც : ტამანის პორტი უკვე ახლა ამუშავებს იმაზე მეტს , ვიდრე საქართველოს ყველა პორტი ერთად , ის სამხრეთ რუსეთის ქერჩ ნოვოროსიისკის და აზოვის აუზის ერთიანი სისტემის ნაწილია,ამას კი ნახევარ მილიარდიანი სიმძლავრე აქვს , ტამანი არ იყინება განსხვავებით აზოვის და ნოვოროსიისკის პორტებისა ,აი, რომ იყინება ისე , კავკაზსკი, ოც მილიონს ამუშავებს ,ნოვოროსიისკი ქარიანია ,მაგრამ 150 მილიონი მისთვის ჩვეულებრივი ამბავია, ვუბრუნდები ტამანს , ის ას მილიონზე იგეგმებოდა გასული საუკუნის სამოციან წლებში ნაძმოს სისხლხორცეული წინაპარი კომუნისტების მიერ,არახალია და რუსეთისა და მისი დომინიონი ცენტრალური აზიის, ვითომ სახელმწიფოების, (ცეკას ვასალი მდივნების საემიროებია,ვილაიეთები ) ეკონომიკის მოთხოვნებს პასუხობს,სჭირდება საექსპორტო ნაკადს გოგირდის,რკინის მადნის,ნავთობის,სასუქების,პლასტიკების ,პლასტმასების ,თხევადი ,ამიაკის და გაზის და ხორბლის და ათასი სხვა რამის, რომელიც რუსეთიდან და ყაზახეთიდან,უზბეკეთიდან მოდის მზარდი ნაკადით, ესენი ჩვენ არ გვაქვს და არ გვექნება,სანამ ნაცქოცმოქკავშირი არსებობს და თანაც ხელისუფლებაშია-ის რუსეთის მეხუთე კოლონაა! ტვირთი საქონელია, ივაჭრება და მყიდველის ჭკუით დადის ,არ გამოივლის აქ , რადგან ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია და თქვენ მას დააყაჩაღებთ ,იქით ივლის,რუსეთზე და თუ იქ გზა არ ექნა ,არ გაივლის არსად სხვაგან, დარჩება კარგ დრომდე იქ, სადაც იწარმოება ! კრემლი იყენებს არასაბზრო მეთოდებს ერთი, და მეორე კასპიის ზღვა მოძრაობს, დონეებსაც და საზღვრებსაც იცვლის ,ის ბუნებრივიც და შეგნებულიც ზღუდეა ცენტრალური აზიის ცივილიზირებული ბაზრიდან დისტანციაზე შესაკავებლად! ჩვენი ორჯერ მოკლე კორიდორი, ორჯერ გრძელ რუსულ კორიდორზე ორჯერ ძვირია და ეს რუსეთის მხრიდან ძალმომრეობით და ნაცქოცმოქკავშირის მერკანტილურობისა და სამშობლოს გამყიდველობით მიიღწევა , ერთ ასანთს ვერ გადააგორებ კრემლის უნებართვოდ, ვერც იქით, ვერც აქეთ, ამას მესპლანი ქვია, მიშამ გვაჩუქა, ეზუგბაიას მოაწერინა ხელი მოსკოვში ამ შეთანხმებაზე ,იგულავა !
ტამანში, სადაც ათ მილიარდ დოლარიანი პროექტი მიმდინარეობს უკვე ,ათეული წლებია "ოტეკა" ინდუსტრულ ლოგისტიკური ჯგუფი ქმნის ამინდს,ის უკვეა 45 მილიონ ტონიანია,მგონი მეტიც, რკინიგზაცა აქვს და ავტოგზაც და ახალ გადამამუშავებელ კომპლექსებს ქმნის-8 გიგანტი ქარხანა შენდება,რომელსაც მეტი საპორტო სიმძლავრე სჭირდება ,ახლა უღრმაწყლოდ ,ზღვაში აქვსთ გატანილი ტერმინალები, ისაა სწორედ ღრმა წყლოვანი იდეის წყარო ,მაგრამ თუ არ ექნა ეს ღრმა წყალი , კიდევ გაატარებს ზღვაში "მოტივტივე" ტერმინალებს,ასეთები დღეს არავის უკვირს,ეგერა გვაქვს სუფსაში,ათ მილიონს გაატარებს ,თუ ატარებს კიდეც უკვე !
ანუ, ჩვენ რომ დღეს უკვე გვქონდეს ანაკლია-ოცნებაა,იქნება ისევე ცარიელი,როგორცაა ფოთი და ბათუმი,რომელთა სიმძლავრე ამ წუთას ოცი მილიონია და ათსაც ძლივს ამუშავებს ნაცქოცმოქკავშირის გადამკიდე, გასხვისებულ მითვისებული რომა აქვს ყველგან ყველაფერი ,არაა საქონელბრუნვა აქ,ამას ათასი მიზეზი აქვს და მხოლოდ იმას ვიტყვი,რომ ნაკადის დაკარგვა ერთ ბომბზეა დამოკიდებული-საათებში დაკარგავ, 2008 წელივით, და დაკარგულის მობრუნებას წლები უნდა ,თორმეტი გავიდა უკვე ,2020-ა დღეს და არაფერი დაბრუნდა,აი ,ახალი ნაკადის წამოსვლას ათეული წლები სჭირდება ,ახალი თაობა სჭირდება ინდუსტრიასა და ვაჭრობაში,პოლიტიკაშიც ,რომელშიც თქვენი ადგილი არაა, თქვენი ადგილი მიშიანცებო, ციხეშია !
აქ სხვა ქარები ქრის !
beso
19 სექტემბერი 2020 17:33
გასაგებია. ეს ისტირიაა. რომელი საათია, მოაწერეთ მერე ხელი!
beso
19 სექტემბერი 2020 14:56
ამით მიდიხარ არჩევნებზე? ეს ადამიანის მოტყუებაა, რასაც ზვიადი და მის შემდგომი ყველა ერთნაირად აკეთებს ამ 35 წლის განმავლობაში. ძირს ასეთი გაგება და ქცევა, ხოლო ანაკლიის პროექტი არა თუ პოლიტიკურ შეფასებას, არამედ სისხლის სამართლებრივ შეფასებასაც ელოდება. ესაა ნიმუში კომპეტენციის დეფიციტისა და ხურდელობისა საქართველოში. ეს ასე მაინც ვერ დალპება (ანუ დაიკიდე ან გაატარეს გაგებაში). ის შეფასებისათვის ეკიდება დიდხანს, ხოლო მისი შეფასება მოითხოვს დეტალებში ჩასვლას. მასზე უკვე სახელმწიფოს ფულია დახარჯული და ვერც ობიექტი დარჩება კონსერვაციისა გარეშე (რა გაგებით), ხოლო ვისაც ეს პროექტი განხორციებადად ეჩვენება, იმან მტკიცებულობა დადოს მაგიდაზე. სხვა შემთხვევაში ასე საუბარი ქვეყანაში უნდა შეწყდეს. თუ ამის გარკვევაზე საქმედიას არა აქვს დღის წესრიგი ან არ მიაჩნია შეფასება აუცილებლად, ეს უკანასკნელი აჩვენებს მის ღირსებას საქმეში, კომპეტენციას, თუ სულისკვეთებას. ხოლო კომპეტენციის გარეშე პოლიტიკაში საუბარი თაღლითობის გაგებაშია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები