რა ქონებას ფლობს "ოცნების" სიის მე-10 ნომერი და თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობს "ოცნების" სიის მე-10 ნომერი და თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველ ოცეულში სულ 5 ქალი მოხვდა. მათგან ერთ-ერთი კი დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძეა, რომელიც პარტიამ მე-10 ნომრად დაასახელა.

ცნობისთვის, ბითაძე "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის რანგში, 2014 წელს შეუერთდა. 2017 წლიდან კი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

2020 წლის 29 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მერის მოადგილის პოზიციაზე მისმა წლიურმა შემოსავალმა 73 800 ლარი; ხოლო თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორობისას - 15 196 ლარი შეადგინა. გაგრძელება