"არჩევნების მეორე ტური იქნება ჩემსა და გია ვოლსკის შორის, ანა დოლიძე ვერ გაიმარჯვებს დიდუბეში, ის გაქრება პოლიტიკური სივრციდან"
"არჩევნების მეორე ტური იქნება ჩემსა და გია ვოლსკის შორის, ანა დოლიძე ვერ გაიმარჯვებს დიდუბეში, ის გაქრება პოლიტიკური სივრციდან"
არჩევნების მეორე ტური იქნება და იქნება ჩემსა და გია ვოლსკის შორის. ჩემსა და ანა დოლიძეს შორის მეორე ტურს გამოვრიცხავ, ეს შეუძლებელია. ანუ ცოტა ხნის წინ გამოჩენილი ადამიანია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მაჟორიტარად კენჭი იყაროს დიდუბეში, პარლამენტში შევა და რა უნდა გააკეთოს თვითონაც არ იცის, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, პიროვნულად არცერთ კანდიდატს არ ერჩის, უბრალოდ, ანა დოლიძეს არც პარტია გააჩნია, რომელიც
ახლა, პოპულისტურ თემებზე აკეთებს აქცენტს. თუმცა ჯაფარიძის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძის კრიტიკული პოზიციის გამოხატვა აღსანიშნავია.

„მე ოთხი წელი დავხარჯე მხოლოდ იმაზე, ჩემს მეგობრებთან ერთად „გირჩი“ გამეკეთებინა და ამ ოთხი წლის განმავლობაში პარტია მართლა შევქმენი. მე რომ ახლა, პოლიტიკიდან საერთოდ წავიდე, „გირჩი“ არსებობას ჩვეულებრივად
გააგრძელებს. ასევე „გირჩის“ ლიდერებიც რომ წავიდნენ, „გირჩის“ რამდენიმე ათეული ათასი მხარადამჭერი, იგივე იდეის მხარდამჭერად დარჩება და ქართულ პოლიტიკაში მათი დაკვეთა რაღაცნაირად აისახება. იმის თქმა მინდა, რომ მე, საერთოდ სხვა წარსულით მოვდივარ, მართლა პოლიტიკას ვაკეთებ და მათ შორის, ჩემს მეგობრებთან ერთად პოლიტიკური პარტია მაქვს შექმნილი. ანა დოლიძეს კი, ახლა რასაც ვუყურებ, პოპულისტურ, სტანდარტულ თემებს ეხება. ხმების მოპოვებას აპირებს იმით, რომ აზარტული თამაშები უნდა აიკრძალოს და ა.შ. იცის, რომ პრობლემატური თემაა, მოსახლეობას აწუხებს და უბრალოდ მაგ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკობს, მეტი არაფერი. ჩემი აზრით, პოლიტიკა ეს არ არის. ამ არჩევნებში ანა დოლიძე ვერ გაიმარჯვებს ვერც დიდუბის ოლქში, მას არც პარტია აქვს, პარლამენტში ვერ შევა, გაქრება პოლიტიკური სივრციდან და დარჩება ისევ სამოქალაქო აქტივისტად“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.


"ინტერპრესნიუსი"
ნინო
24 სექტემბერი 2020 12:20
ჯაფარიძეს იმედი აქვს მარიხუანას მომხმარებელი აცალგაზრდების მხარდაჭერის რომლებიც ასე მომრავლდნენ მარიხუანას ლეგალიზების შემდეგ

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები