"2012 წელს წინა ხელისუფლებას შანსი აღარ ჰქონდა,ხალხმა მშვიდობიანი რევოლუცია მოუწყო - წელსაც ხალხი გაისტუმრებს ივანიშვილის ხელისუფლებას" - კვირის პალიტრა

"2012 წელს წინა ხელისუფლებას შანსი აღარ ჰქონდა,ხალხმა მშვიდობიანი რევოლუცია მოუწყო - წელსაც ხალხი გაისტუმრებს ივანიშვილის ხელისუფლებას"

31 ოქტომბერი არის არჩევნები, რომელმაც კვლავ უნდა დაგვაყენოს განვითარების გზაზე. სამწუხაროდ, მილიარდელი ადამიანის ხელში მოსახლეობა კიდევ უფრო გაჭირვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გააჩნია მოლოდინი, რომ წელს ერთმუშტად შეკრული ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ოპოზიციაში გაისტუმრებს.

"მე ვფიქრობ, ჩვენს მიერ წარმოდგენილი გუნდი არის საკმაოდ კონკურენტუნარიანი. გუნდი, რომელიც იბრძოლებს ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის და ჩვენი შვილების, შვილიშვილების, მომდევნო თაობებისთვის უკეთესი ქვეყნის დასატოვებლად. 31 ოქტომბერი არის არჩევნები, რომელმაც კვლავ უნდა დაგვაყენოს განვითარების გზაზე. სამწუხაროდ, მილიარდელი ადამიანის ხელში მოსახლეობა კიდევ უფრო გაჭირვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუკი იყო ღარიბი, აბსოლუტური უმრავლესობა გაღატაკდა, 800 000-მა ადამიანმა ქვეყანა დატოვა და აბსოლიტურად უიმედოდ არის ბევრი დარჩენილი.

ცვლილებების დროა და ეს ცვლილებები იქნება გარდაუვალი. წლევანდელი არჩევნები მაგონებს 2012 წელს, როდესაც წინა ხელისუფლებას შანსი აღარ ჰქონდა ხელისუფლების შენარჩუნების და ხალხმა საარჩევნო უბნებთან მშვიდობიანი რევოლუცია მოუწყო. მიმდინარე წელსაც მაქვს მოლოდინი, რომ ერთმუშტად შეკრული ქართველი ხალხი გაისტუმრებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ოპოზიციაში", - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"