ზაალ უდუმაშვილი განმარტავს, რატომ წარადგინა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მაჟორიტარობის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი - კვირის პალიტრა

ზაალ უდუმაშვილი განმარტავს, რატომ წარადგინა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მაჟორიტარობის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში "ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის შეცვლის გადაწყვეტილება პარტიამ იმის გამო მიიღო, რომ დევი ჭანკოტაძის მხოლოდ ერთ ოლქში წარდგენა არაეფექტური იქნებოდა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, გენერალი დევი ჭანკოტაძე "ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ჩართული.

"ზოგადად პოლიტიკაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო კამპანიის დროს რაღაც ცვლილებები ხდება. ჩვენ ვითათბირეთ და მივიღეთ გადაწყევეტილება. ჩვენი საერთო აზრით, დევი ჭანკოტაძის ავტორიტეტიდან გამომდინარე, მისი მხოლოდ ერთ ოლქში წარმოდგენა შესაძლოა, ყოფილიყო არაეფექტური, ვიდრე მთელ საქართველოში. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბატონი დევი მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება საარჩენო კამპანიაში ჩართული და კონკრეტულ ოლქში ნანუკა ჟრჟოლიანისგან მივიღეთ თანხმობა მაჟორიტარობის კანდიდატობაზე“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი შენაძენია მთლიანად ოპოზიციისთვის.

ცნობისთვის, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში "ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატად თავდაპირველად გენერალი დევი ჭანკოტაძე განიხილებოდა, თუმცა პარტიამ კანდიდატურა ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლა.

"ალბათ ახლა წამოვა ჩემზე კრიტიკის ქარცეცხლი, ალბათ გამიხსენებენ ყველაფერს" - ნანუკა ჟორჟოლიანი თავის ამომრჩევლებს მიმართავს

"ინტერპრესნიუსი"