"ამდენი დევნის და უბედურების შემდეგ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდის წარმოდგენა შეძლეს"
"ამდენი დევნის და უბედურების შემდეგ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდის წარმოდგენა შეძლეს"
ამდენი დევნის და უბედურების შემდეგ, მიუხედავად ყველაფრისა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ"და გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია"ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდის წარმოდგენა შეძლეს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ "ფეისბუქ"გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

როგორც სააკაშვილი განმარტავს, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში დევი ჭანკოტაძის კანდიდატურა იმიტომ ჩაანაცვლეს, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის"პარტიულ სიაში იქნება წარმოდგენილი.

"გარდა ტრადიციული ლიდერებისა, აქ არის ახალი შემომატებული ხალხი, აქ არის ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, აქ არის
მალხაზ ჯალაღონია - ძალიან მაგარი ექიმი ზუგდიდიდან. აქ არიან მთელი რიგი გამორჩეული ბიზნესმენებისა და ის, რომ ბიზნესი გადმოვიდა აქეთ, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ყველაფერი იცვლება და ახალი ეპოქა იწყება. ასევე, შემოგვიერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი, სუპერვარსკვლავი, არა მხოლოდ ტელესივრცის, არამედ ზოგადად. ესეც ძალიან დიდი
შენაძენია.

ასევე, დევი ჭანკოტაძე, ჩვენი გენერალი, რომელიც თავიდან ვვარაუდობდით, რომ უნდა ყოფილიყო მაჟორიტარი დეპუტატი, იქნება "ნაციონალური მოძრაობის"სიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, რადგან ეს არის ადამიანი, რომელსაც წარმოუდგენელი დამსახურებები აქვს საქართველოს ისტორიის წინაშე. ის, რომ დევი ჩვენთანა და ისევ საქართველოს სამსახურშია, ის, რომ იქნება ერთ-ერთი წამყვანი საქართველოს მომავალი პარლამენტის და იმედია, ასევე საქართველოს მომავალი ხელისუფლების, ეს სწორედ ნიშანია, რომ ჩვენ მივდივართ გამარჯვებისკენ და ჩვენ აუცილებლად გვექნება გამარჯვება“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ"მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. მათ შორის, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში დევი ჭანკოტაძე ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურით ჩაანაცვლეს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები