მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს
24-09-2020
მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.

როგორც პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მათ აქვთ გეგმა, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას მძიმე მდომარეობიდან გამოვიდეს.

მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ ლიდერებს მიმართა „ნუ იმალებიან“, მიიღონ მონაწილეობა დებატებში.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ იმალებით, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დონეზე დებატებისთვის, მზად ვართ ავიღოთ პუხისმგებლობა ჩვენი „მარშალის გეგემის“ განხორციელებაზე. მზად ვართ
ავიღოთ პასუხისმგებლობა იმაზე, თუ როგორ გამოვიდეს ქვეყანა უკვე გრძელვადიან სიტაუციაში, როგორ აშენდეს ეს ქვეყანა, როგორც ერთი სერიოზული სახელმწიფო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პასუხ
ისმგებლობას ვიღებ იმაზე, რომ ჩვენ ვიცით როგორ დავასტაბილუროთ ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა. ამიტომ ყველას, „ქართულ ოცნების“ ლიდერებიდან, განსაკუთრებით მის თავმჯდომარეს ვიწვევ დებატებში, რადგანაც დავამთავროთ ის მარაზმი, რაც ქვეყანაში დაამკვიდრეთ“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?