"ქართული ოცნება" ჩაფლავდა
"ქართული ოცნება" ჩაფლავდა
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებაა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო თვეების განმავლობაში "ქართული ოცნება" "ჩაფლავდა", რაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე აისახება.

"ამას უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი არ ჰქვია, რაშიც ჩვენ ვართ, ეს არის კოლაფსი, კატასტროფა. ერთადერთი რამ, რაც ამას უშველის, ეს არის მძლავრი პოზიტიური მოლოდინი, რომელიც შეიძლება მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებამ გამოიწვიოს და ახალი თაობის რეფორმების დაწყებამ ქვეყანაში.

ჩაფლავდა "ქართული ოცნება" ბოლო თვეების მანძილზე,
ბოლომდე დავინახეთ მისი ჩაფლავებული სახე, რაც სჭირს ლარს, კორონას, ბიზნესს, გაკოტრებულ ადამიანებს",-განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, "სტრატეგია აღმაშენებელს" კრიზისიდან გამოსასვლელად სამოქმედო გეგმა გააჩნია.

"როგორც კი პრემიერი გავხდები, მე თვითონ ვაპირებ სირბილს ყველა ინვესტორთან იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩამოვიყვანო, ჩავადებინო ფული, ავაშენებინო ინდუსტრიული ქალაქები და შევაქმნევინო სამუშაო ადგილები.
მზად ვარ, ყველა დოკუმენტზე მოვუწერო ხელი ნებისმიერ ინვესტორს, ვინც საქართველოში ფულს ჩადებს. ასე უნდა იმუშავოს პრემიერ-მინისტრმა, რომ საქართველოს ეკონომიკა ფეხზე დააყენოს",-განაცხადა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ალექს
11 ოქტომბერი 2020 06:51
დემაგოგიაა ახლა ეს , თუ ჩაფლავდა , ოპოზიციიანად ჩაფლავდა-კაპიკის ფასი არაფერი გაუკეთებია , დემაგოგიური ლოზუნგების გარდა , ივანიშვილი თუ ოლიგარქია, ერთი დუჟინი ოლიგარქი თქვენს რიგებშიცაა და ოჯახებშიც , მე კი არ ჩაგაფლავებდით, ჩაგსვამდით საბოტაჟისა და დესტრუქციისათვის , რაც წინასწარ დამუშავებული გეგმით განახორციელეთ, მაგრამ რომ ჩაესვით, თქვენს ადგილს ისინი დაიჭერდნენ, ვინც ამათ მართლა გაუშვებდა, თქვენ ვერ გაუშვებთ და ჩვენ თქვენ არ მოგიშვებთ , გადავაგორებთ ახლა და მერმის ჩაგანაცვლებთ იმ ახალგაზრდებით, აი ამ დემაგოგიით რომ ატყუებ !
მიზეზი თქვი კოლაფსის , მაიტა ანალიზი, ამოგიტივტივდება ნაძმოსა და მოქკავშირის 20 წლიანი კასკადი სახელმწიფო პოლიტიკური სისტემური დანაშაულების !
რა ფულით ახერხებთ უთოშიც რომ თქვენ ხართ ?!
არასერიოზული კაცი
26 სექტემბერი 2020 23:22
ძალიან მაინტერესებს, როგორ ხდები პრემიერი? - შენი პარტია მოდის პარლამენტში უმრავლესობით, თაკო ჩარკვიანი მოდის უმრავლესობით თუ ნაცები და ევრონაცები აპირებენ, რომ შენ დაგითმონ პრემიერის სავარძელი?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?