"ნაციონალური მოძრაობა“ და "ევროპული საქართველო“ აბსოლუტურად იმავე ხაზზე დგას, რა ხაზზეც თავის დროზე ბატონი სააკაშვილი იყო"
24-09-2020
"ნაციონალური მოძრაობა“ და "ევროპული საქართველო“ აბსოლუტურად იმავე ხაზზე დგას, რა ხაზზეც თავის დროზე ბატონი სააკაშვილი იყო"
"ნაციონალური მოძრაობა“ და "ევროპული საქართველო“ აბსოლუტურად იმავე ხაზზე დგას, რა ხაზზეც თავის დროზე ბატონი სააკაშვილი იყო , - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

თინა ხიდაშელის თქმით, "ევროპულმა საქართველომ“ ტრანსფორმაცია ვერ მოახერხა.

"მათ პარტიულ პლაკატზე არის სამი მამაკაცი. ერთს ოფიციალურად მოხდილი აქვს სასჯელი სახელმწიფო დანაშაულისთვის. მათ ვერ მოახერხეს ტრანსფორმაცია. განუდგნენ მიშას, ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაარწმუნონ საზოგადოება, თითქოს მათ შორის ახლა საერთო არაფერია.
ამ დროს ერთადერთი ნათელი ადამიანი, რომელიც პარტიის ლიდერებში ჰყავთ საერთოდ ჩახსნილია პოლიტიკური კამპანიიდან, თუ არ ჩავთვლით ვაკის საარჩევნო ოლქს, სადაც მაჟორიტარობისთვის იბრძვის ელენე ხოშტარია. ხატია დეკანოიძის არ იყოს, ორივე შემთხვევაში ერთიდაიგივე პრობლემასთან გვაქვს საქმე. აბსოლუტურად იდენტური პრობლემაა,
რომ ამ ადამიანებმა ვერ გადალახეს საკუთარ თავში ის, რომ თვითონ უნდა იყოს ცენტრი იმ პოტენციური ხელისუფლების, რომელიც მათ წარმოუდგენიათ ისევ. ვერაფრით ვერ ელევიან იმას, რომ გზა დაუთმონ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ წარმატება მოუტანონ თუნდაც მათვე.

სააკაშვილს სხვა კი არაფერი არ სჭირდა. ყველაზე დიდი მიზეზი იმის, რაც დაემართა მას, სწორედ ის იყო, რომ თავის გარეშე ვერ წარმოედგინა - ვერც ამ ქვეყნის წარმატება, ვერც მომავალი და დღესაც აბსოლუტურად იმავე მდგომარეობაშია. როგორც ჩანს, მისი ორივე განაყოფი პარტია აბსოლუტურად იმავე ხაზზე დგას, რა ხაზზეც თავის დროზე ბატონი სააკაშვილი იყო“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები