ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს.

ე.წ. საზღვარი მღებრიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გადმოკვეთა და ამ დროისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ის ოჯახში სავალდებულო კარანტინის გავლის შემდეგ დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 3 ივლისს დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"