"არ ვაპირებ ლანძღვა-გინებაზე პოლიტიკის აგებას, რაზეც ქართული პოლიტიკა ბოლო დროის განმავლობაში დგას" - კვირის პალიტრა

"არ ვაპირებ ლანძღვა-გინებაზე პოლიტიკის აგებას, რაზეც ქართული პოლიტიკა ბოლო დროის განმავლობაში დგას"

არ ვაპირებ ლანძღვა-გინებაზე პოლიტიკის აგებას, რაზეც ქართული პოლიტიკა ბოლო დროის განმავლობაში დგას. ჩემი ამბიციაა ქართველ პოლიტიკოსებს დავანახო, რომ ლანძღვის, თათხვის და ხელის დადების გარეშეც, აბსოლუტურად სხვა კამპანიით შეიძლება ამომრჩევლების გულებამდე მისვლა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "რეზიუმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსების მოსმენა არ აინტერესებს და მათთან პოლიტიკურ დებატებში შესვლა ამომრჩევლების რეალობას არაფერს არ მოუტანს.

"არ ვფიქრობ, რომ ძალიან განსხვავებული რამის კეთება მომიწევს, ამდენი ხანი ვუსმენდი ადამიანებს საკუთარ გასაჭირზე და საკუთარ პრობლემებზე. ვცდილობდი, მათი იმედი ვყოფილიყავი და ახლა ამას უფრო მეტი პლატფორმით მოვახერხებ. მე არასდროს არ დამიმალავს და არ შემიცვლია ჩემი პოლიტიკური სიმპათიები, რითაც ძალიან ვამაყობ. არ ვფიქრობ, რომ ჩემი ცნობადობა ბიულეტენის შემოხაზვად გარდაიქმნას, მაგრამ მგონია, რომ ჩემი ენერგიულობა, გადაწყვეტილების ბოლომდე გატანა იქნება გადამწყვეტი. მე არ ვაპირებ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მიღებას, იმიტომ, რომ ამის დრო არც მაქვს. მე რომ პოლიტიკურ დებატებში დავჯდები, ეს აბსოლუტურად არაფერს არ მოუტანს ჩემი ამომრჩევლების რეალობას, მე მინდა წავიდე და ხალხს მოვუსმინო, პოლიტიკოსების მოსმენა არ მაინტერესებს.

არ ვაპირებ ლანძღვა-გინებაზე პოლიტიკის აგებას, რაზეც ქართული პოლიტიკა ბოლო დროის განმავლობაში დგას. ჩემი ამბიციაა ქართველ პოლიტიკოსებს დავანახო, რომ ლანძღვის, თათხვის და ხელის დადების გარეშეც, აბსოლუტურად სხვა კამპანიით შეიძლება ამომრჩევლების გულებამდე მისვლა. თუ ღირსეულად წავაგებ და მივხვდები, რომ ნამდვილად წავაგე, ხელს ჩამოვართმევ ჩემს ოპონენტს, წავალ და გავაგრძელებ ხალხის დახმარებას საიდანაც ვეხმარებოდი. ჩემი ამოცანა არ არის პოლიტიკაში მოსვლა, ჩემი ამოცანაა ერთით მეტ ოლქში არჩევნები წავაგებინო დღევანდელ ხელისუფლებას. მე ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებთან შემხებლობა არ მაქვს“, - აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვასაც უპასუხა, თუ რატომ ჩაანაცვლა "ნაციონალურმა მოძრაობამ“ გენერალი დევი ჭანკოტაძის კანდიდატურა. ჟორჟოლიანის განმარტებით, მაჟორიტარობის კანდიდატობაზე შეთავაზება მანამდეც ჰქონდა, თუმცა უარის შემდეგ, მის მაგივრად კანდიდატად დევი ჭანკოტაძე წარადგინეს.

"ნაციონალურ მოძრაობას“ დევი ჭანკოტაძის დასახელებით შეცდომა არ დაუშვია, ბატონი დევი ვერასდროს ვერ იქნება შეცდომა. უბრალოდ, "ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩათვალა, რომ მათთვის ნანუკა სხვა ტიპის კამპანიას აწარმოებს და სხვა ტიპის ენერგია აქვს, ვიდრე ბატონ დევის. ბატონი დევი ყველაზე მეტად მგულშემატკივრობდა, რომ მე თანხმობა მეთქვა, მასთან მქონდა აქტიური კომუნიკაცია ამ თემაზე. მე უარი ვთქვი ამ შემოთავაზებაზე ჯერ კიდევ ივლისში, ვინაიდან გარდამეცვალა დედა, რის შემდეგაც წარადგინეს ბატონი დევი,“ - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

"ინტერპრესნიუსი"