"სასწავლო პროცესი, როგორც განვაცხადეთ, ზუსტად იმ რეჟიმში განახლდება, სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება" - კვირის პალიტრა

"სასწავლო პროცესი, როგორც განვაცხადეთ, ზუსტად იმ რეჟიმში განახლდება, სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სასწავლო პროცესის კიდევ გადადება, არ იგეგმება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე არ იგეგმება სისტემური შეზღუდვების დაწესება, რადგან როგორც პრემიერი განმარტავს, ამას მძიმე სოციალურ-ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.

"სასწავლო პროცესი, როგორც განვაცხადეთ, ზუსტად იმ რეჟიმში განახლდება. ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ჩვენი ნებისმიერი შემდგომი ღონისძიება, ქმედება იქნება მიზნობრივი და ლოკალური. სისტემური გადაკეტვები, შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მარტივად შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ამას მოჰყვება მძიმე სოციალური და ეკონომიკური შედეგები", - განაცხადა გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"