"ძმათა შორის ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობს... მხოლოდ ერთად და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ წარსული ჭრილობების მოშუშებას"
"ძმათა შორის ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობს... მხოლოდ ერთად და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ წარსული ჭრილობების მოშუშებას"
განვლილმა წლებმა ნათლად დაგვანახა რომ მტრის გარდა, ძმათა შორის ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობს და წარმატება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

"როგორც აფხაზებმა ასევე, საქართველოს ყველა დანარჩენმა მოქალაქემ უნდა გავითავისოთ, რომ მხოლოდ ერთად და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ წარსული ჭრილობების მოშუშებასა და ჩვენი მომავალი თაობების ნათელი ხვალინდელი დღისათვის საფუძვლის ჩაყრას",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღესვე პრეზიდენტის მრჩევლებმა კონფლიქტებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის
დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას ხსოვნას პატივი მიაგეს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
დღის კითხვადი სტატიები