"საქართველოც იქნება ჩათრეული, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება"
"საქართველოც იქნება ჩათრეული, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება"
თუ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი რამდენიმე დღეში არ ამოიწურება და ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება, ეს ნიშნავს, რომ ამ ომში მთელი რეგიონი, მათ შორის საქართველოც იქნება ჩათრეული, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონფლიქტის გააქტიურება მსხვილი მოთამაშეების ინიციატივით ხდება.

"დღევანდელ ვითარებას შევაფასებდი, როგორც ძალიან მძიმეს, საერთოდ კონფლიქტების განახლება ხელოვნურია ხოლმე, როდესაც გააქტიურდება პროცესი, რეგიონში მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეების ნებაზეა ეს დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ახლანდელი გააქტიურება და საომარ ფაზაში
გადასვლა, მსხვილი მოთამაშეების ინიციატივით ხდება. აქ ჩანს თურქეთისა და რუსეთის ხელი და შეიძლება სხვისიც, მე აქ მტკიცებას ვერ დავიწყებ. ასეა თუ ისეა, თუ ეს კონფლიქტი არ ამოიწურება რამდენიმე დღეში და ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი რეგიონი იქნება ჩათრეული ამ ომში, მათ შორის
საქართველოც. ჰუმანიტარული და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონს კატასტროფა ემუქრება. მოხდება ეს ასე, თუ არა ვერ გეტყვით, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობის ლოგიკა ამის თქმის უფლებას მაძლევს", - განაცხადა არეშიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

27 სექტემბერი 2020 18:34
Tu gmertma ara qna da es omi mainc daicko es iqneba kavkasiis helahali gadanacilebis survili rusetsa da turqets shoris. Omiscina provokaciebs ukan scored am ori qveynis specsamsahurebi moiazrebian.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
დღის კითხვადი სტატიები