"თუ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება, ეს საქართველოსთვის აპოკალიფსური სცენარი იქნება"
27-09-2020
"თუ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება, ეს საქართველოსთვის აპოკალიფსური სცენარი იქნება"
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ექსპერტის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, თუ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება, ეს საქართველოსთვის აპოკალიფსური სცენარი იქნება.

ფხალაძის თქმით, საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ განიხილოს მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარი და განსაზღვროს, რა იქნება მათი შემდეგი ნაბიჯი, მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობისას, არსებულ ვითარებაში.

„ყარაბაღის შეიარაღებულ დაპირისპირებას საქართველოზეც, რომ ექნება უარყოფითი ზეგავლენა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ეს კონფლიქტი ეხება ჩვენს მეზობლებს და ჩვენს პარტნიორებს. ურთიერთობის დაძაბვა და
კონფლიქტის ესკალაცია მხოლოდ და მხოლოდ ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ყველა მიმართულებით. ეს ეხება ჩვეულებრივ სამხედრო უსაფრთხოებას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ენერგო უსაფრთხოებას და სხვა. ორივე ქვეყანა არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელთანაც საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები ვითარდება. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის ჩვენი სტრატეგიული პარტნი
ორია და თავისთავად, კონფლიქტი ამ ორ სახელმწიფოს შორის ვნებს ჩვენს ინტერესებს.

რაც შეეხება კონფლიქტის ფართომასშტაბიან ესკალაციას და მათში გარე ძალების ჩართვას, ეს ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ ასეთი განვითარება მიიღო ეს არის აპოკალიფსური სცენარი საქართველოსთვის იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ძალიან სერიოზულ და ფართომასშტაბიან ომს სამხრეთ კავკასიაში. მე იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მაქსიმალურად გამოიყენებს ძალას იმისათვის, რომ ეს კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში არ გადაიზარდოს.

იქ არის ფეთქებადსაშიში ვითარება და სიტუაცია ყოველ წამს შეიძლება აფეთქდეს, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო გუშინ, დღეს ან ხვალ. აქ არის როგორც შიდა ფაქტორები, ასევე გარე ფაქტორები. აქ ძალიან აქტიურად არიან ჩართული გარე ძალები, რომლებიც აქტიურად არიან დაინტერესებულები იმაში, რომ მუდმივად არსებობდეს დაძაბულობის კერა ასე, რომ ეს ძალიან რთული თემაა“,- აღნიშნა ფხალაძემ.

მისივე თქმით, ახლა საქართველოს ხელისუფლება უნდა მუშაობდეს ყველა შესაძლო სცენარზე, მიმდინარეობდეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა და იგეგმებოდეს, თუ „რას ვაკეთებთ ჩვენ“.

„უპირველეს ყოვლისა საქართველომ უნდა მოახდინოს ამ პრობლემის შესწავლა და შეფასება, ამ დროს უკვე უნდა მიმდინარეობდეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა და განიხილებოდეს ყველა შესაძლო სცენარი, რაც კი შეიძლება განვითარდეს და ამ ვითარებაში და უნდა დაიგეგმოს, რას ვაკეთებთ ჩვენ. ასევე უნდა გვქონდეს კომუნიკაცია ამ ქვეყნების ლიდერებთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ამ ქვეყნის ლიდერებთან, არამედ ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებასთან ამ საკითხთან დაკავშირებით. ამასთან ჩვენ ელემენტარულად შეგვიძლია, შევთავაზოთ, საჭიროებები შეთხვევაში საქართველო, როგორც მოლაპარაკების ადგილი და კიდევ არაერთი სხვა ნაბიჯები შეიძლება, იქნას გადადგმული ამ ვითარებაში“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?