"შეიძლება, ბევრისთვის მერის თანამდებობა გარკვეული პრივილეგიები იყოს, ჩემთვის ეს არის მსახურება"
27-09-2020
"შეიძლება, ბევრისთვის მერის თანამდებობა გარკვეული პრივილეგიები იყოს, ჩემთვის ეს არის მსახურება"
შეიძლება, ბევრისთვის მერის თანამდებობა გარკვეული პრივილეგიები იყოს, ჩემთვის ეს არის მსახურება , - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრაიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

კალაძის თქმით, მას კარგად აქვს გააზრებული, რა თანამდებობაზე იყმოფება.

წამყვანის კითხვაზე, გადადგება თუ არა თანამდებობიდან თუ ბიძინა ივანიშვილი ეტყვის, რომ გადადგეს, კალაძემ უპასუხა, „არა, არ გადავდგები“.

„არა, არ გადავდგები, რატომ უნდა გა
დავდგე. მე თუ ჩავთვლი, რომ რაღაცას ისე ვერ ვაკეთებ, რაც თბილისს და თბილისელებს სჭირდება... ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული და კარგად მაქვს გააზრებული, რა თანამდებობაზე ვიმყოფები. შეიძლება, ბევრისთვის ეს კონკრეტული, მერის თანამდებობა გარკვეული პრივილეგიები იყოს, ჩემთვის ეს არის მსახურება, ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, ემსახურო ხალხს“,- განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, გაუწევია თუ არა პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილისთვის წინააღმდეგობა,
კახა კალაძემ უპასუხა, რომ კი.

„რა თქმა უნდა, როდესაც გვაქვს გუნდში მსჯელობა, ჩემს სათქმელს ყოველთვის ვამბობ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრობლემა, რატომ გგონიათ, რომ თუ პარტიის თავმჯდომარე რაღაცას ამბობს, აუცილებლად უნდა შესრულდეს, არ არის ეგ დამოკიდებულება ამ ქვეყანაში“, - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?