რა უპასუხა კახა კალაძემ კითხვას, გადადგება თუ არა თუ ბიძინა ივანიშვილი მოსთხოვს - კვირის პალიტრა

რა უპასუხა კახა კალაძემ კითხვას, გადადგება თუ არა თუ ბიძინა ივანიშვილი მოსთხოვს

არა არ გადავდგები, - ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ "პალიტრაიუსის" გადაცემაში "პოლიტ-ქალაქი" განაცხადა, რითაც უპუსხა წამყვანის კითხვას, იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი ეტყვის, გადადგება თუ არა.

კალაძის თქმით, მას კარგად აქვს გააზრებული, რა თანამდებობაზე იმყოფება.

"არა, არ გადავდგები, რატომ უნდა გადავდგე. მე თუ ჩავთვლი, რომ რაღაცას ისე ვერ ვაკეთებ, რაც თბილისს და თბილისელებს სჭირდება... ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული და კარგად მაქვს გააზრებული, რა თანამდებობაზე ვიმყოფები. შეიძლება, ბევრისთვის ეს კონკრეტული, მერის თანამდებობა გარკვეული პრივილეგიები იყოს, ჩემთვის ეს არის მსახურება, ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, ემსახურო ხალხს",- განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, გაუწევია თუ არა პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილისთვის წინააღმდეგობა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ კი.

"რა თქმა უნდა, როდესაც გვაქვს გუნდში მსჯელობა, ჩემს სათქმელს ყოველთვის ვამბობ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრობლემა, რატომ გგონიათ, რომ თუ პარტიის თავმჯდომარე რაღაცას იტყვის, აუცილებლად უნდა შესრულდეს, არ არის ეგ დამოკიდებულება ამ ქვეყანაში", - განაცხადა კალაძემ.