"ქართული ოცნების" 10-მდე აქტივისტია დაშავებული, მათ შორის 2-ის მდგომარეობა მძიმეა" - რა მოხდა ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში? - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" 10-მდე აქტივისტია დაშავებული, მათ შორის 2-ის მდგომარეობა მძიმეა" - რა მოხდა ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში?

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით, ბოლნისის სოფელ ნახიდურში, ჩაიხანაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, "ქართული ოცნების" 10-მდე აქტივისტია დაშავებული, მათ შორის 2-ის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც მეშველიანმა განაცხადა, აღნიშნული ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოკითხულია მისი ძმა და სხვა პირებიც, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.

"ჩემი ინფორმაციით 10-მდე ჩვენი აქტივისტია დაშავებული, ბუნებრივია, დაზიანების ხარისხი სხვადასხვაა, მსუბუქი დალურჯებიდან დაწყებული თავის ტვინის მძიმე შერყევამდე. ამ დროისათვის ჩვენი 2 აქტივისტია ჰოსპიტალიზირებული და ორივეს აქვს ძალიან მძიმე თავის ტრავმა და მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მე სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია ჩვენი ოპონენტების მხრიდან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ბუნებრივია, იქ იყო გარკვეული ფიზიკური დაპირისპირება, რომელსაც შეიძლება მოჰყოლოდა მათი მხრიდანაც ფიზიკური დაზიანება, მაგრამ მე ამაზე ინფორმაცია არ მაქვს.

რაც შეეხება გამოკითხვას, გამოკითხვაზე იყო ჩემი ძმა და არა მხოლოდ ჩემი ძმა და გამოიკითხნენ ის ადამიანებიც, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ",-განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ცნობისთვის, ბოლნისში, სოფელ ნახიდურში დაპირისპირება მოხდა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის.

როგორ შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას.

"ინტერპრესნიუსი"