"ქართული ოცნება" ჩამოძონძილ-ჩამონგრეულია, როგორც ლარია გაუფასურებული, გაცვეთილი და დევალვირებული"
"ქართული ოცნება" ჩამოძონძილ-ჩამონგრეულია, როგორც ლარია გაუფასურებული, გაცვეთილი და დევალვირებული"
"ქართული ოცნება" თუნდაც 2016 წლის "ქართული ოცნება" არ არის. ჩამოძონძილ, ჩამონგრეულია, როგორც ლარი არის გაუფასურებული, გაცვეთილი და დევალვირებული, ასეთ მდგომარეობაში იმყოფება "ქართული ოცნებაც", - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

მან მმართველ პარტიას მოუწოდა, არჩევნებამდე დარჩენილი ერთი თვის განმავლობაში თავი შეიკავონ იმ ძალადობრივი ქმედებებისგან, რომლებსაც გოცირიძის თქმით, აქამდე მიმართავდნენ.

მისივე განცხადებები, თუ არჩევნები დარღვევებით წარიმართა, არავინ არ აღიარებს.

"მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, სულ ახლახანს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან ორი ზარი განხორციელდა პრემიერ-მინისტრთან და იყო პირდაპირ ნათქვამი, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ძალადობის, მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გარეშე. კვლავ გრძელდება "ქართული ოცნების" მიერ ნაცადი ხერხებითა და ნაცადი გზით სიარული და ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეებში, რომ კვლავ იყენებენ ძალადობასა და ფიზიკურ
თავდასხმას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ.

გუშინ ნიკა მელიასთან მომხდარი აღმაშფოთებელი ფაქტისას შეიძლება, დაზიანებულიყვნენ შეკრებაზე მყოფი ადამიანები, მათ შორის, ბავშვები, ისევე როგორც თავდადხმისას ბოლნისში. ეს იმის მაჩვენებელია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კვლავ გამოიყენოს ის მეთოდები, რასაც აქამდე იყენებდა და ბოლოს კულმინაცია იქნება ამ მოკრიმინალო ელემენტების თავშეყრა საარჩევნო უბნებთან. ჩვენ ვაფრთხილებთ, რომ არ არის ის დრო, როდესაც ეს გასდიოდათ. არ არის "ქართული ოცნება", თუნდაც 2016 წლის "ქართული ოცნება"- ჩამოძონძილ ჩამონგრეულია, როგორც ლარი არის გაუფასურებული, გაცვეთილი და დევალვირებული, ასეთ მდგომარეობაში იმყოფება "ქართული ოცნებაც" და ნუ ჰგონიათ, რომ მათ აქვთ ის რესურსი, რომ გაიტანენ თავისას. არ აპატიებს ხალხი, არავინ აპატიებს, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. თუ დარღვევებოთ ჩატარდა ეს არჩევნები, მის შედეგებს არავინ არ აღიარებს.

ამიტომ ვაფრთხილებთ, შეიკავონ ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში თავი ყველა იმ მეთოდებისგან, მათ შორის, ძალადობრივი ქმედებებისგან, რასაც ისინი ჩადიოდნენ. შემოუბრუნდებათ უკან. უნდა იყოს სასწრაფოდ გამოძიებული ყველა ფაქტი. დაუსჯელობის სინდრომი არის წამახალისებელი ამ ქმედებებისა. უნდა შეწყდეს საარჩევნო პროცესში ძალადობა და ამ ძალადობას ძალიან კარგად ხედავს ხალხი და იმას თუ ვინ არის ამ ძალადობის წამახალისებელი,", - განაცხადა გოცირიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ბათუმელი
29 სექტემბერი 2020 08:25
ერთი თვე დარჩა და საბოლაოდ მოშორდებით პოლიტიკას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
დღის კითხვადი სტატიები