"გუნ­დის გა­მოკ­ვე­თი­ლი ოთხი ლი­დე­რი რამ­დე­ნი­მე ამო­ცა­ნის წი­ნა­შე დგას" - ვინ შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" სიაში?
29-09-2020
"გუნ­დის გა­მოკ­ვე­თი­ლი ოთხი ლი­დე­რი რამ­დე­ნი­მე ამო­ცა­ნის წი­ნა­შე დგას" - ვინ შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" სიაში?
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პარ­ტი­უ­ლი სიის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე სულ ცოტა დრო რჩე­ბა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სრუ­ლი სია პარ­ტი­ის რიგი ლი­დე­რე­ბის­თვისც კი კვლავ გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია. რო­გორც ამბები.გე ად­რეც წერ­და, მმარ­თველ გუნდში ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით 70-მდე კაცს გა­იყ­ვა­ნენ, ანუ უკვე და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ოცე­უ­ლის გარ­და, და­ახ­ლო­ე­ბით კი­დევ 50-მდე ად­გი­ლია და­სა­კომ­პლექ­ტე­ბე­ლი.

ambebi.ge-ს წყა­როს თქმით, გუნ­დის გა­მოკ­ვე­თი­ლი ოთხი ლი­დე­რი, ვინც სი­ა­ზე მუ­შა­ობს - ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, კახა კა­ლა­ძე, გი­ორ­გი გა­ხა­რია და ცხა­დია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რამ­დე­ნი­მე ამო­ცა­ნის
წი­ნა­შე დგას.

"მათი მი­ზა­ნია, მოხ­დეს ისე­თი გუნ­დის შეკ­ვრა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე კრი­ზი­სის დროს, ბზარს ისე­ვე არ მი­ი­ღებს, რო­გორც ეს 2016 წელს და­სა­ხე­ლე­ბულ გუნდს და­ე­მარ­თა. გა­სა­გე­ბია, დღეს მმარ­თველ გუნდს დიდი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს, მაგ­რამ თუნ­დაც სე­რი­ო­ზუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა მოხ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე თვე­ში, ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა უაღ­რე­სად რთუ­ლია, აქე­დან
გა­მომ­დი­ნა­რე, გუნ­დუ­რო­ბა და ერ­თგუ­ლე­ბა მათ­თვის მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბია.

მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბა მძლავ­რი სპი­კერ­თა კორ­პუ­სის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაა - ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია ნუ­ლო­ვა­ნი ბა­რი­ე­რის შემ­თხვე­ვა­ში, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გარ­და, არა­ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა მოხ­ვდე­ბა სა­კა­ნონ­დებ­ლო ორ­გა­ნო­ში და მძი­მე ბრძო­ლე­ბიც უხ­ვად იქ­ნე­ბა. პირ­ვე­ლი ოცე­უ­ლის ახა­ლი სა­ხე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბას მძი­მე დე­ბა­ტე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს, შე­სა­ბა­მი­სად, კი­დევ რამ­დე­ნი­მე ახა­ლი "მო­ლა­პა­რა­კე თა­ვის" და­მა­ტე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

მე­სა­მე და ერთ-ერთი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა ქმე­დი­თი სა­გა­რეო გუნ­დის შექ­მნა, რო­მე­ლიც მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იქ­ნე­ბა და იპოვ­ნის ბევრ მე­გო­ბარს და­სავ­ლურ პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში. სა­უ­ბა­რი არაა ინ­გლი­სუ­რის კარ­გად მცოდ­ნე - არმ­ცოდ­ნე ადა­მი­ა­ნებ­ზე, არა­მედ ლა­პა­რა­კია იმა­ზე, ვინ რას იტყვის და რას გა­ა­კე­თებს პარ­ტი­ის სა­სი­კე­თოდ.

ოთხე­უ­ლის მე­ო­თხე ამო­ცა­ნაა მაქ­სი­მა­ლუ­რად ნაკ­ლე­ბი გუნ­დის წევ­რი დარ­ჩეს გულ­ნატ­კე­ნი. გა­სა­გე­ბია, რო­გორც მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტე­ბის სულ ცოტა ნა­ხე­ვა­რი ვე­ღარ მოხ­ვდე­ბა პარ­ლა­მენ­ტში, ასე­ვე ვერ მოხ­ვდე­ბა უამ­რა­ვი ახა­ლი მსურ­ვე­ლიც, ამი­ტომ ყვე­ლა მათ­გან­თან სულ მი­ნი­მუმ ნორ­მა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­აა სა­ჭი­რო", - გვე­უბ­ნე­ბა წყა­რო.

რაც შე­ე­ხე­ბა ცალ­კე­ულ პერ­სო­ნებს, სა­ინ­ტე­რე­სოა, 20/20-ის პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვედ­რის ვის რა შან­სე­ბი აქვს. რო­გორც წინა კვი­რას ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, სიის ნა­ხე­ვა­რი ახა­ლი სა­ხე­ე­ბით, ხოლო მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი - მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტე­ბით და­კომ­პლექტდე­ბა. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტე­ბი­დან სი­ა­ში გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად იქ­ნე­ბი­ან: რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი, ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი, და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ბე­რა­ია, დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე, ნინო წი­ლო­სა­ნი და სოფო კი­ლა­ძე. მი­დის მსჯე­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე მოქ­მედ მა­ჟო­რი­ტარ­ზეც. მათ­ზე პა­არ­ტი­ის ლი­დერ­შიფს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აქვს და ისიც კარ­გად იცი­ან, ვინ რამ­დე­ნი დღე იყო თა­ვის ოლ­ქში და რა გა­ა­კე­თა, სწო­რედ ამის მი­ხედ­ვით გა­და­წყდე­ბა მათი ბედი. ერთ-ერთი ვინც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სი­ა­ში იქ­ნე­ბა, ეს გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი სა­ვა­ლან მირ­ზო­ე­ვია. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები