"ქართულ ოცნებას“ ეშინია "ნაციონალური მოძრაობის“ და ჩემი"
"ქართულ ოცნებას“ ეშინია "ნაციონალური მოძრაობის“ და ჩემი"
"ქართულ ოცნებას“ ეშინია "ნაციონალური მოძრაობის“ და ჩემი. მე ნამდვილად არ მეშინია მისი, ჩემს თანამებრძოლებს არ ეშინიათ, ქართველ ხალხს არ ეშინია და ჩვენ ყველაფერს მივაღწევთ ,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათ იციან, რომ "ჩვენ შეგვიძლია, მათი ჩაჩოჩება".

"ქართულ ოცნებას“ იმიტომ კი არ ეშინია, რომ ჩვენ რაღაცას ვუპირებთ - ნამდვილად არაფერს ვუპირებთ, უბრალოდ მათ იციან, რომ ჩვენ შეგვიძლია, მათი ჩაჩოჩება. თუ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში ჩემს
რეფორმებს იღებენ ჩვეულებრივად და დიდი ტაშის კვრით საქართველოსთვის, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი სამშობლოსთვის ბევრად უფრო დეტალური და მაგარი გეგმები გვაქვს და ეს ივანიშვილმა იცის, რომელსაც არანაირი გეგმა არ აქვს. მან შეაჩერა საქართველო, გაანადგურა, გააუბედურა და ახლა ცდილობს არეულობით და ქაოსით ხალხს თავგზა აუბნიოს და დააშინოს“,- განაცხადა
სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ნათელია, რომ ივანიშვილი აგებს არჩევნებს.

"მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი დღესავით ნათელია. ივანიშვილი აგებს არჩევნებს და ეს მან ზუსტად იცის და ერთადერთი, რასაც მიმართავენ ასეთ დროს რეჟიმები, როდესაც მათ არ უნდა მშვიდობიანად ხელისუფლების გადაცემა, არის ის, რასაც ისინი აკეთებენ ტყუილი, სიცრუე, სიყალბე და ძალადობა. ამას ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მშვიდობიანი გადაცემით ხელისუფლების, ყველანი მობილიზებულები უნდა ვიყოთ არჩევნებზე, უნდა ვიყოთ დარაზმულები, უნდა ვიყოთ ერთიანები და წყნარად გავაცილოთ ისინი, მიუხედავად იმისა, რომ მათ უნდათ არეულობა, ქაოსი და უბედურება - ჩვენ მათ არ უნდა მივცეთ ამის საშუალება",- განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია "'პირველთან".

"ინტერპრესნიუსი"
ირაკლი ქუთაისელი
30 სექტემბერი 2020 12:28
აქეთ მზე, იქით მთვარე, უკან კიდევ ვარსკვლავები
სერგია
30 სექტემბერი 2020 10:28
ტყუილი,სიცრუე,სიყალბე და ძალადობა - ე,არ იცის?
30 სექტემბერი 2020 10:22
Amat eshiniat da shen imalebi? ))

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები