"მარნეულის შტაბის წევრს დაეჯახა ავტომანქანა, შემდეგ თავს დაესხა კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენელი. სახის ძვლები აქვს დამტვრეული და..."
"მარნეულის შტაბის წევრს დაეჯახა ავტომანქანა, შემდეგ თავს დაესხა კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენელი. სახის ძვლები აქვს დამტვრეული და..."
დარწმუნებული ვარ, დღეს-ხვალ ვიხილავთ ადამიანებს გისოსებს მიღმა. ეს ასეც უნდა მოხდეს, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მარნეულსა და ბოლნისში პროვოკაციები "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსა და აქტივისტებს ოპოზიციის წარმომომადგენლებმა მოუწყვეს.

"კახა ოქრიაშვილის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება, როდესაც ის დაემუქრა კონკრეტულ მედიასაშუალებას დახურვით, ეს იყო "საზოგადოებრივი მაუწყებელი". ამით "ნაცმოძრაობამ" კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ბუნება. ეს არის მათი სულისკვეთება. ბუნებრივია, ამას ისინი ვეღარ
ეღირსებიან. 2012 წლამდე ისინი ახერხებდნენ მედიასაშუალებების დახურვას და ამას ახლა ისინი ვეღარ გაიმეორებენ.

რაც შეეხება პროვოკაციებს, არაერთხელ მოვახერხეთ ინციდენტების აღკვეთა და შემიძლია ფაქტები დაგისახელოთ. მაგალითად, ნიკა მელიას 4 მხარდამჭერი სპეციალურად თეთრი პერანგებით მივიდა ლევან კობიაშვილის შეხვედრაზე და იწვევდნენ ჩვენს აქტივისტებს. სწორედ იქედან გამომდინარე, რომ მკაცრად
იყვნენ ჩვენი აქტივისტები გაფრთხილებული, რომ არ აყოლოდნენ უმძიმეს პროვოკაციასაც კი, არ მოხდა ინცინდენტი. იქაც იყო უმძიმესი პროვოკაცია. თეთრი პერანგები ეცვათ იმისთვის, რომ ამ პროვოკაციის კვალი დატყობოდათ. საღამოს ისინი სხვა ტანსაცმელში გამოწყობილი ნახეს. ეს არის ერთი მაგალითი. ნიკა მელია ვიცით, რომ არის პროფესიონალი პროვოკარტორი, მათგან არ გაგვიკვირდა", - განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, არჩევნების მოახლოვებასთან ერთად პროვოკაციებიც დამძიმდება.

"ორივე შემთხვევაში, ბოლნისშიც და მარნეულშიც "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკატორების მხრიდან ადგილი ჰქონდა უმძიმეს პროვოკაციას. ყველამ იცის მათი სახელები და გვარები. მივიდნენ და დედა შეაგინეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს. ეს უმძიმესი პროვოკაციაა, სადღაც ვახერხებთ, რომ დედის გინების მიუხედავად პროვოკაციას არ ვყვებით, სადღაც ეს ვერ ხერხდება. დედას რომ შეგაგნებენ, აქაც კი სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ძალადობას არ აქვს გამართლება მაშინაც კი, როცა დედას გაგინებენ. ეს არის ჩვენი მოწოდება. გაგრძელდება პროვოკაციიები, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით მეტი პროვოკაცია იქნება და დამძიმდება კიდეც ეს პროვოკაციები. მოვუწოდებთ რადიკალურ, კრიმინალურ ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. დღეს დილით რაც მოხდა ეს პროვოკაციაზე მეტი იყო - მარნეულის შტაბის წევრს დაეჯახა უკნიდან ავტომანქანა და როგორც კი გადმოვიდა ავტომობილიდან, მას თავს დაესხა რადიკალური, კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენელი. სახის ძვლები აქვს დამტვრეული და რამდენიმე ასეთი დაზიანება აქვს მიღებული. დარწმუნებული ვარ, დღეს-ხვალ ვიხილავთ ადამიანებს გისოსებს მიღმა. ეს ასეც უნდა მოხდეს. ჩვენი მოწოდება სამართალდამცავების მიმართ ეს არის, რომ ვინც აწყობს პროვოკაციებს, ვინც არასწორად რეაგირებს პროვოკაციებზე, ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ დასჯილი", - განაცხადა კობახიძემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები