"ადგილი აქვს პოლიტიკური მასკარადის დადგმას" - რას აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი დავით გარეჯზე?
"ადგილი აქვს პოლიტიკური მასკარადის დადგმას" - რას აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი დავით გარეჯზე?
პროკურატურის განცხადების სიმშრალიდან გამომდინარე, მივხვდი მარტივ რამეს, რომ ადგილი აქვს პოლიტიკური მასკარადის დადგმას, - ამის შესახებ "გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პროკურატურის მიერ დავით გარეჯთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, თუ რაიმეს დათმობა მოხდა საქართველოს ინტერესების საზიანოდ, საინტერესოა აზერბაიჯანთან რატომ არ მიდის საუბარი.

"თუ რაიმე მოხდა შეცდომა, დანაშაული მნიშვნელობა არ აქვს, მე, როგორც რიგით მოქალაქეს მაინტერესებს ერთი რამ (დავუშვათ, სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებაში
იქნება აღმოჩენილი დანაშაულის ნიშნები) თუ რაიმეს დათმობა მოხდა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, აზერბაიჯანთან რატომ არ მიდის საუბარი ამასთან დაკავშირებით და მათთან რატომ არ ვარკვევთ ამ საკითხებს უკან დაბრუნების თვალსაზრისით. მე, როგორც რიგითი მოქალაქე ამას ვერ ვხედავ და ვერ ვგრძნობ. თუ სააკაშვილთან მიმართებაში რამე ჰქონდათ გასარკვევი,
რატომ ახსენდებათ არჩევნების წინ?! ეს ყველაფერი ხომ დღეს არ აღმოჩენილა შემთხვევით?! თან, ვერ მივხვდი, რა აღმოაჩინეს თავდაცვის სამინისტროში“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

"მოცემული ეტაპისთვის გამოძიება, სხვა საკითხებთან ერთად, სწავლობს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?